უზენაესი სასამართლოს მსოამართლეობის ათივე კანდიდატმა თვიტაცილება მოითხოვა. ამის შესახებ დღეს პირველი განმარტება მოსამართლე მერაბ გაბინაშვილმა გააკეთა.
გაბინაშვილის განცხადებით, თვითაცილების მოტხოვნის მიზეზი ის არაჯანსაღი აჟიოტაჟი გახდა, რაც თავიდანვე დაიწყო და პროცესის დისკრედიტაცის მცდელობასაც ჰქონდა ადგილი.
„ეს პროცესი მაშინვე მოექცა ძალიან არაჯანსაღი აჟიოტაჟის ქვეშ. ხდებოდა ამ პროცესის ხელოვნური დისკრედიტაციის მცდელობა ისეთი პოლიტიკური ჯგუფების თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომელთა ინტერესში მე ვფიქრობ, ალბათ არ შედის სასამართლოს გაჯანსაღება, გაძლიერება და მისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების სწრაფად და ეფექტურად მიღება. კრიტიკაც და მკაცრი რეკომენდაციებიც რა თქმა უნდა მისაღებია მხოლოდ მაშინ, როდესაც ის არის დასაბუთებული, მასში არის რაციონალური მარცვალი. ის, რაც ხდებოდა ამ პროცესის დაწყებისთანავე, რაც გადაიზარდა პიროვნულ შეურაცხყოფებში, კანდიდატების დისკრედიტაციაში, რომლებიც ამ წარდგენილ ჯგუფში იყვნენ, ამის შეფუთვა საჯარო ინტერესით და „ასეთი კრიტიკა“ და ამის შეფუთვა გამოხატვის თავისუფლებით ძალიან ძნელია.
როდესაც საქმე ეხება სასამართლო ხელისუფლების კრიტიკას და დაუსაბუთებელ კრიტიკას და ჩვენ, სასამართლო ხელისუფლება აღვიქვამთ, რომ ეს არის უარგუმენტო, დაუსაბუთებელი „კრიტიკა“ და რეალურად ეს არის შეურაცხყოფა, დისკრედიტაციის მცდელობა და ა.შ. ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ეს, გნებავთ მმართველი გუნდისგან, გნებავთ სხვა პოლიტიკური პარტიებისგან, ამას მნიშვნელობა არ აქვს,“ - აცხადებს გაბინაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






