აპოკალიფსის ახალი თარიღი - რუსი მეცნიერების მტკიცებით ასტეროიდი "აპოფის 99 942" დედამიწას 2068 წელს შეეჯახება
ეს საინტერესოა - 18:45, 21 Jan, 2019     3459

რუსული მედიის ცნობით, სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის კოსმოსური მექანიკის კათედრის მეცნიერები აცხადებენ, რომ დედამიწის მიმართულებით მოფრინავს დიდი ზომის ასტეროიდი - აპოფისი, რომელიც ჩვენს პლანეტას 2068 წელს შეეჯახება.

ისინი ირწმუნებიან, რომ 2029 წლის 13 აპრილს, აპოფისი დედამიწასთან სახიფათო მანძილზე - 38 000 კილომეტრზე მოახლოვდება. შედარებისთვის ეს მანძილი ათჯერ ნაკლებია, ვიდრე მანძილი მთვარემდე.

ასტეროიდის მოახლოება ჩვენს პლანეტაზე არაკონტროლირებად ცვლილებებს გამოიწვევს. ციური სხეული მისი ტრაექტორიის მიხედვით, დედამიწას დაუბრუნდება 2044, 2051, 2060 წლებში, ხოლო 2068 წელს მას პირდაპირ შეეჯახება,

ასტრონომები აცხადებენ, რომ დღეს კაცობრიობას არ აქვს ისეთი ტექნოლოგია, რომ ეს შეჯახება თავიდან აიცილოს.

ასტეროიდი აპოფის 99 942, რომლის დიამეტრიც 325 მეტრია, და 50 მილიონამდე ტონას იწონის, 2004 წელს აღმოაჩინეს არიზონას ობსერვატორიაში. მას ეგვიპტური ბოროტი ღმერთის გველი-გამანადგურებელის სახელი უწოდეს, რომელიც მზის (რას) განადგურებას ცდილობს.

თავის დროზე NASA-ს რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიამ, პიზისა და ჰავაის უნივერსიტეტებმა ასეთი კოსმოსური კატასტროფის ალბათობა 2,3 1 მილიონთან შეფარდებით შეაფასეს.მათი განცხადებით, შეჯახება ექვივალენტური იქნება 506 მეგატონა ტროტილია აფეთქებისა (შედარებისთვის ტუნგუსის მეტეორის შეჯახებამ 20-40 მეგატონის, კრაკატაუს ვულკანის აფეთქება - 200 მეგატონის, თერმობირთვული საავიაციო ბომბის ან602 აფეთქება 58 მეგატონის სიმძლავრის იყო).

ვარაუდობენ მოვლლენათა განვითარების 2 სცენარს:

1. ასტეროიდი დაეცემა ხმელეთზე. ვარდნა გაოიწვევს უმძლავრეს მიწისძვრებსა და აფეთქებას, წარმოიქმნება 6 კილომეტრის დიამეტრის კრატერი, ატმოსფეროში გაიბნევა კვამლისა და მტვრის უზომოდ დიდი რაოდენობა.

2. ასტეროიდი დაეცემა წყლის ზედაპირზე. ეს გამოიწვევს ისტორიაში ყველაზე გიგანტურ ცუნამის. წყლის დონე დედამიწის ყველა ზღვა და ოკეანეში საგრძნობლად გაიზრდება.

ორივე შემთხვევაში მოსალოდნელია დიდი მსხვერპლი ადამიანთა შორის..

რაც შეეხება NASA-ს, სააგენტო დღემდე აცხადებდა, რომ 2068 წელს ასტეროიდის დედამიწაზე უშუალო ზეგავლენის მოხდენის ალბათობა 1/150000.წყარო - https://www.express.co.uk.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42