სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე შს სამინისტრო თვითმხილველთა გამოკითხვას აგრძელებს. დღეს მწვრთნელი ზურაბ შელია დაკითხეს.
მისი თქმით, სამართალდამცავებს სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირბის შესახებ ამომწურავი ინფორმაციას მისცა.
„ჩვენება არ იყო. ეს იყო, რაც დავინახე. რამოდენიმე შეკითხვა დამისვეს. მე დავინახე ძალადობა, რომელიც არის მიუღებელი და ვარ სიმართლის მხარეს. ამას მიეცემა რეაგირება- მე იმედი მაქვს .
ჩემი მოთხოვნაა, რომ ასეთი რაღაცეები აღარ მოხდეს და ეს ჩემთვის საყვარელი სპორტის სახეობა დაემსგავსოს იმას, რაც იყო ადრე. ხელმძღვანელი პოლიციის ოფიცერია თან და თან ფედერაციის პრეზიდენტი, არ უნდა იკადროს თვითონ რომ დარჩეს,“-ამბობს შელია.
მისი თქმით, გეგა გეგეშიძეს ხელს არავინ დააფარებს და მას დასჯიან .
სკანდალურ ვიდეომასალაში რომელიც გავრცელდა ჩანს, თუ როგორ გაუსწორდა ფიზიკურად ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძე, ევროპის ჩემპიონს.
კადრებში ჩანს, რომ ჩოჩქოლის დროს ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძე, ევროპის ორგზის ჩემპიონს ჯაჭვით ხელში უახლოვდება, რომელსაც ზურა დათუნაშვილის მიმართულებით იქნევს. სპორტსმენს ჯერ ჯაჭვი, შემდეგ კი მუშტი სახეში ხვდება.
მასალის გამოყენების პირობები






