ხელოვნურმა ინტელექტმა ადამიანის დღემდე უცნობი წინაპარი აღმოაჩინა
ეს საინტერესოა - 15:26, 21 Jan, 2019     2665

ათეული ათასი წლის წინ დედამიწაზე ცხოვრობდა მეცნიერებისთვის დღემდე უცნობი ადამიანისმაგვარი პრიმატი, რომელიც აქტიურად ჯვარდებოდა ჩვენთვის ცნობილ ადამიანთა წინაპრებთან. ეს სენსაციური აღმოჩენა ხელოვნურმა ინტელექტმა გააკეთა, მას შემდეგ, რაც მან აზიის ქვეყნებიდან აღებული, მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ მიწოდებული დნმ-ის სტრუქტურა გაანალიზა.

დნმ-ის თანახმად, აღნიშნული გადაშენებული სახეობა სავარაუდოდ ნეანდერტალელებისა და დენისელი ადამიანის ნაჯვარს წარმოადგენს.

პრინციპი, რომლითაც ბიოლოგები სახეობებს შორის ზღვარს ავლებენ, მარტივია. ახლო მდგომ სახეობებს შეუძლიათ შეჯვარება, მაგრამ მათ, როგორც წესი, შთამომავლობის დატოვება არ შეუძლიათ. ამის მაგალითია ჯორი - ცხენისა და ვირის ნაჯვარი.

თუმცა, გადაშენებული სახეობების შემთვევაში საქმე უფრო რთულადაა. მაგალითად, ადამიანის დნმ-ი ამტკიცებს, რომ ჩვენი წინაპრები, რომლებიც აფრიკიდან წამოვიდნენ, მრავალჯერ შეჯვარდნენ ნეანდერტალელებთან და დენისელ ადამიანებთან, რომლებიც 40 000 წლის წინ ევრაზიის კონტინენტზე ცხოვრობდნენ.

ამჯერად, მეცნიერების მიერ შექმნილმა ალგორითმმა აღმოაჩინა კიდევ ერთი ნათესაური სახეობა, რომელმაც აზიის კონტინენტის მცხოვრებლების გენომზე დატოვა თავისი კვალი.

ეს აღმოჩენა ხსნის გასული წლის ზაფხულში დენისის მღვიმეში ნაპოვნი ჩონჩხის წარმომავლობას, რომელმაც თავიდან მეცნიერები დააბნია. ამ პრიმატის დედა იყო ნეანდერტალელი, ხოლო მამა - დენისელი ადამიანი. ცხადი გახდა, რომ ეს არ იყო უნიკალური შემთხვევა, არამედ ფართოდ გავრცელებული მოვლენა, რომელმაც თავისი კვალი დატოვა აზიელების დნმ-ში. რაც თავის მხრივ ნიშნავს, რომ ძველ ადამიანს ჰყავდა შთამომავლობა დღემდე უცნობი პრიმატისაგან.

„80 ათასი წლის წინ მოხდა ე.წ. „აფრიკიდან გამოსვლა“, როდესაც ადამიანის წინაპრებმა, მათ შორის „თანამედროვე ადამიანმა“ დატოვა აფრიკის კონტინენტი და სხვა კონტინენტზე გადასახლდა, საიდანაც წარმოიშვა ყველა თანამედროვე პუპულაციები. ჩვენ ვიცით, რომ მას შემდეგ „თანამედროვე ადამიანი“ ჯვარდებოდა როგორც ნეანდერტალელებთან (ყველგან, აფრიკის კონტინენტის გარდა), ასევე დენისელ ადამიანთან (ოკეანეასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში). დღემდე მესამე სახეობის არსებობის შესაებ არანაირი დამადასტურებელი მტკიცებულებები არ გვქონდა,“ - აცხადებენ მეცნიერები, რომელთაც ამ სახეობის შესახებ დასკვნის გაკეთების საშუალება ხელოვნურმა ინტელექტმა კომპიუტერული ანალიზის შედეგად მისცა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42