სანადირო თოფით მიღებული დაზიანება ფეხის არეში - ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამართალი - 16:53, 18 Jan, 2019     2417

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

"ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში ბრალდებული ნ.წ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2016 წლის 18 ნოემბერს წალენჯიხის რაიონის სოფელ საჩინოში ლ.ლ.-მ სანადირო თოფიდან გასროლით ნ.წ.-ს ფეხის არეში დაზიანება მიაყენა. მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლისა და ბრალდებულ ლ.ლ.-ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით ნ.წ.-მ გამოძიების ეტაპზე ჯერ მოწმის სახით, ხოლო შემდგომ დაზარალებულის სახით დაკითხვისას საგამოძიებო ორგანოს ცრუ ინფორმაცია მიაწოდა და განაცხადა, რომ თითქოსდა ლ.ლ.-ს მისთვის არ უსვრია და ფეხის არეში დაზიანება თვითონ მიიყენა, სანადირო იარაღიდან შემთხვევითი გასროლით.

ნ.წ.-ს ბრალდება 2018 წლის 30 აპრილს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით (მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 5 000 ლარის ოდენობით.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ნ.წ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა" - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42