სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელობა დაზარალებულ მოსახლეობასთან ერთად დღეს ბრიფინგის გამართვას აპირებს. ადვოკატ ლექსო კობაიძის თქმით, სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი, უკვე ორჯერ იყო დაბარებული სამართალდამცავ ორგანოებში და ის გამოძიებასთან ითანამშრომლებს:
„გრიგოლ ჭანტურია ორჯერ იყო დაბარებული სამართალდამცავ ორგანოებში, მან გამოთქვა სურვილი, რომ ითანამშრომლოს გამოძიებასთან. ყაზტრანსგაზი“ ცდილობს, რომ როგორმე ამ შემზარავ დანაშაულებრივ ფაქტში თავისი ბრალეულობის კუთხით ყოველგვარი როლი გამორიცხოს. ვაპირებთ, რომ მის წინააღმდეგ სარჩელი შევიტანოთ მის წინააღმდეგ.“- გაანცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, 16 იანვარს დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის აფეთქებას 4 ადამიანის, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 8 ადამიანი. მთლიანად დანგრეულია კორპუსის რამდენიმე ბინა. კორპუსის მაცხოვრებლების განცხადებით, გაზის სუნის გამო მათ "ყაზტრანსგაზს" შეატყობინეს, თუმცა კომპანიისგან სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია.
მასალის გამოყენების პირობები






