შანტაჟი არასრულწლოვანზე: 30 წლის მამაკაცს, რომელიც 9 წლის გოგოს ფოტოების გამოქვეყნებით ემუქრებოდა პატიმრობა შეეფარდა
სამართალი - 19:40, 15 Jan, 2019     2248
9 წლის გოგონას მიმართ განხორციელებული შანტაჟის გამო დაკავებულ მამაკაცს სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ავთო კუცია წაყენებულ ბრალს აღიარებს.

ამის მიუხედავად, მოსამართლემ ჩათვალა, რომ არსებობდა ბრალდებულის მიმალვის ან მტკიცებულებების განადგურების საფრთხე და მას წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

„სასამართლომ ჩათვალა, რომ არსებობდა დანაშაულების გაგრძელების საფრთხე, ასევე, მტკიცებულებების განადგურების და მიმალვის საფრთხე. გამოძიება გრძელდება და შესაბამისად, გამოძიებას აქვს ორთვიანი ვადა, რომ კიდევ მოიპოვოს მტკიცებულებები,“ - აცხადებს საქმის პროკურორი, ირაკლი ქარდავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა არასრულწლოვანების მიმართ ჩადენილი იძულების და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის ხელყოფის ბრალდებით 1988 წელს დაბადებული ნ.კ. დააკავეს.

პოლიციამ ფაქტზე გამოძიება ერთ-ერთი არასრულწლოვნის მშობლის შეტყობინებისთანავე დაიწყო. სამართალდამცველების მიერ გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ზრდასრული მამაკაცი, სოციალური ქსელით "FACEBOOK"-ის გამოყენებითსისტემატიურად აიძულებდა არასრულწლოვნებს მასთან ინტიმური ხასიათის მიმოწერა ჰქონოდათ. ამ გზით მოიპოვებდა და ხელყოფდა არასრულწლოვნების პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას, ასევე მათ პერსონალურ მონაცემებს.პოლიციამ პირის იდენტიფიცირება მოკლე დროში შეძლო და ის ბრალდებულის სტატუსით თბილისში დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე და 157-ე მუხლებით მიმდინარეობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42