მიჰყევით ამ 3 რჩევას და 2019 წელს ნამდვილ სიყვარულს იპოვნით
ეს საინტერესოა - 11:38, 30 Jan, 2019     3368

უამრავი მარტოხელა ადამიანია, რომელიც ნამდვილი სიყვარულის პოვნაზე ოცნებობს. ზოგისთვის ეს არც ისე მარტივად მიღწევადი ოცნებაა. ნაკლები შანსია სიყვარულის პოვნის, თუ ამ საკითხისადმი საკუთარ დამოკიდებულებას არ შეცვლით და ვერც ონლაინ გაცნობის საიტები დაგეხმარებათ, თუ სწორად არ იმოქმედებთ.

სიყვარული განსაკუთრებული რამაა და სწორედ ისაა ურთიერთობების წარმატების საფუძველი. სიყვარულია, როცა ორი ადამიანი ერთ ოთახში ჩუმად ზის და უსიტყვოდ ესმით ერთმანეთის. თუ ასეთ მაგიურ სიყვარულზე ოცნებობთ, ფსიქოლოგებმა გადაწყვიტეს, რომ ერთგვარად გიდობა გაგიწიონ.

ისინი გვაძლევენ 3 მთავარ რჩევას და ამბობენ, რომ თუ ამ რჩევებს გავითვალისწინებთ, 2019 წელს აუცილებლად ვიპოვნით ნამდვილ სიყვარულს.

1. პირველ რიგში, იპოვეთ საკუთარი თავი - როცა რომანტიკულ პარტნიორს ეძებთ, თქვენი მთავარი მიზანი მხოლოდ იმ ადამიანის პოვნა კი არ უნდა იყოს, რომელიც უბრალოდ თქვენ გვერდით იქნება, არამედ ის უნდა იყოს პარტნიორი, რომელთანაც ააგებთ ბედნიერ ცხოვრებას, შექმნით ბედნიერ მომავალს. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ არ იცით ვინ ხართ, ყველანაირი ურთიერთობა წარუმატებელი იქნება. პირველ რიგში, დაუთმეთ დრო საკუთარ თავს, თვითგამორკვევას, იფიქრეთ იმაზე, თუ ვინ ხართ სინამდვილეში. და მაშინ, როცა შეიცნობთ საკუთარ თავს და გაერკვევით ვინ ხართ რეალურად, უფრო მარტივად მიხვდებით, თუ რა გინდათ და რას ეძებთ ამ სამყაროში.

2. ისიამოვნეთ - სასოწარკვეთილება არ არის მომხიბვლელი. იმის გამო, რომ მარტოხელა ხართ, ნუ მიეცებით უიმედობას, დეპრესიას. თქვენ არ ხართ ერთადერთი მარტოხელა ადამიანი დედამიწაზე. გარშემო უამრავი მარტოხელაა და არის ისიც, ვინც გეძებთ. წარუმატებელი პაემანი არ ნიშნავს, რომ ხელი უნდა ჩაიქნიოთ და მომდევნო პაემანზე უარი თქვათ. შეინარჩუნეთ პოზიტიური განწყობა, ოპტიმიზმი, იმედი და ეს გარეგნულ მშვენიერებასაც შეგმატებთ. უბრალოდ ისიამოვნეთ მომენტებით, დატკბით, შეინარჩუნეთ კარგი განწყობა. გახსოვდეთ, რომ პოზიტიური ადამიანი მაგნიტივით იზიდავს გარშემომყოფებს.

3. ეცადეთ, იყოთ საუკეთესო პარტნიორი - როცა იცით რა გსურთ, როცა უკვე ადამიანებთან ურთიერთობის გამოცდილებაც გაქვთ, ახლა თვითანალიზის დროა. როცა იპოვნი შესაფერ კაცს, ან ქალს, პოტენციურ პარტნიორს, ახლა იმაზე დაფიქრდით იქნებით თუ არა მისთვის იდეალური რომანტიკული პარტნიორი და რა უნარები უნდა გამოიმუშაოთ იმისთვის, რომ იდეალური გახდეთ? იმუშავეთ საკუთარ თავზე და გახდით საოცნებო პარტნიორი, ისეთი, როგორსაც თქვენი საყვარელი ადამიანი იმსახურებს.


წყარო: Trend.Ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42