ჰოროსკოპი მხოლოდ ქალებისთვის - რა არის თქვენი საიდუმლო ძალა ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?
ეს საინტერესოა - 11:45, 14 Jan, 2019     2118

ვერძი - თქვენ უკომპრომისო და თავდაჯერებული ადამიანი ხართ. იცით, რას აკეთებთ, დარწმუნებული ხართ თქვენი ნაბიჯების მართებულობაში და ბოლომდე გაიტანთ იმას, რაც ჩაიფიქრეთ. თქვენი წარმატების მთავარი საიდუმლო და თქვენი მთავარი ძალა სწორედ უკომპრომისობაა.

კურო - ადამიანები ფიქრობენ, რომ იმდენად მყარად დგახართ მიწაზე, წარმოსახვის უნარი გაქვთ დაკარგული და ოცნებაც კი არ შეგიძლიათ, რაც არასწორი მოსაზრებაა. თქვენი მთავარი ძალა სწორედ წარმოსახვის შესანიშნავი უნარია, რომელიც პრობლემების მარტივად მოგვარებაში გეხმარებათ.

ტყუპები - თქვენი მთავარი ძალა კომუნიკაციის შესანიშნავი უნარია. სიტყვების სწორი კომბინაციებით, სწორი წინადადებებით ცხოვრებაში ყველაფრის მიღწევის უნარი შეგწევთ. სწორედ ამ კომუნიკაციის წყალობით ადამიანებით მანიპულაციაც გეხერხებათ.

კირჩხიბი - ძალიან არტისტული ხართ და შეგიძლიათ სიტუაციების შესაბამისად მოიქცეთ, შეგიძლიათ ითამაშოთ, ითვალთმაქცოთ თუკი ეს გჭირდებათ. რეალურად, ამ უნარის წყალობით თავს აღწევთ ხოლმე რთულ სიტუაციებს და ახერხებთ პრობლემების მოგვარებას.

ლომი - თქვენ უშიშარი ქალი ხართ. არაფრის არ გეშინიათ და ნებისმიერ წინააღმდეგობას შეგიძლიათ უშიშრად აღუდგეთ წინ. სწორედ ესაა თქვენი მთავარი ძალა.

ქალწული - თუ ვინმეს შეგვიძლია ბრძენი ქალი ვუწოდოთ, ეს თქვენ ხართ. სიბრძნე, მახვილგონივრულობა, მოვლენების გაანალიზების შესანიშნავი უნარი - სწორედ ესაა თქვენი მთავარი ძალა. ყოველთვის იცით, როგორ უნდა მოიქცეთ, როდის რა თქვათ და რა გააკეთოთ.

სასწორი - თქვენი მთავარი ძალა შარმია. საოცარია, მაგრამ ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი ახერხებთ შეინარჩუნოთ განსაკუთრებული მომხიბვლელობა. განსაკუთრებული შარმის წყალობით ახერხებთ მართოთ პრობლემური სიტუაციები და მარტივად იპოვნოთ გამოსავალი.

მორიელი - თქვენ საოცრად მიმზიდველი ქალი ხართ. თქვენ წინაშე ადამიანები უძლურები ხდებიან. ერთი შეხედვით, მზერით შეგიძლიათ სიტუაციების მართვა. მიმზიდველობა და განსაკუთრებული ქარიზმაა თქვენი მთავარი ძალა.

მშვილდოსანი - თქვენ იღბლიანი ქალი ხართ და ეს არის თქვენი მთავარი ძალა. არავის სწყალობს ბედი ისე, როგორც მშვილდოსანს. ოპტიმიზმით გამოირჩევით და ამისთვის სამყარო ყოველთვის გასაჩუქრებთ. კაცობრიობა რომ განადგურდეს, ის, ვინც ადარჩება, მშვილდოსანი ქალი იქნება, რადგანაც ის არ დაკარგავს იმედს და ამიტომ, იღბალი მის მხარეს იქნება.

თხის რქა - თქვენი მთავარი ძალა თქვენი ამბიციურობაა. გჯერათ, რომ ყველაზე რთული მიზნის მიღწევის უნარი გაქვთ. მაღალი იდეებისთვის იბრძვით, საოცრად ამბიციური ხართ და ეს გაქცევთ კიდეც წარმატებულ ქალად.

მერწყული - თქვენ არაორდინალური ქალი ხართ და მახვილგონივრულობით გამოირჩევით. ეს არის თქვენი მთავარი ძალაც და წარმატების საიდუმლოც. რთულ სიტუაციებში, როცა გარშემომყოფები დაბნეულები არიან და არ იციან როგორ მოიქცნენ, თქვენ ხართ ის, ვისაც ჭკვიანური და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია.

თევზები - თქვენი მთავარი ძალი თქვენი ინტუიციაა, რომლის წყალობითაც აღწევთ წარმატებას. ინტუიცია არასოდეს გატყუებთ და ყოველთვის წინასწარ გრძნობთ ესა, თუ ის საქმე წარმატებას მოგიტანთ, თუ - არა. სწორედ ინტუიციის წყალობით ხშირად აღწევთ თავს სახიფათო სიტუაციებს.


წყარო: Trend.Ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42