ასტრონომები აცხადებენ, რომ მზე თავის არსებობას ისე არ დაასრულებს, როგორც ეს ადრე იყო ნავარაუდევი. მათი მოსაზრებით, მას შემდეგ, რაც იგი დაასრულებს თერმობირთვული სინთეზის შიდა პროცესებს, იგი გარდაიქმნება გიგანტურ მეტალის კრისტალად გადაიქცევა. ადრე ითვლებოდა, რომ მზე, მისი მსგავსი ვარსკვლავების მსგავსად, ევოლუციას ზეახალი ვარსკვლავის აფეთქებით დაასრულებდა, რის შედეგადაც ის ზემაღალი სიმკვრეივის ჯუჯა-ვარსკვლავად გარდაიქმნებოდა.
ახალი მონაცემების გაანალიზების შემმდეგ, რომელიც ევროპული თანამგზავრ Gaia-სგან იქნა მიღებული, ამერიკელი, კანადელი და ბრიტანელი ასტროფიზიკოსები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მზის განვიტარება სწორედ ზ.ა. სქემით მოხდება.
ფიზიკოსები აცხადებენ, რომ ჩვენი სისტემიდან 300 სინათლის წლის დაშორებით, არსებობენ 15 ათასამდე თეთრი ჯუჯა-ვარსკვლავები, რომელთაც თავისი ევოლუცია სწორედ კრისტალურ სტრუქტურებად გარდაქმნით დაასრულეს.

ვარსკვლავები, რომელთა მასა გაცილებით აღემატება მზის მასას, ევოლუციას სწორედ ზეახალი ვარსკვლავის აფეთქებით ასრულებენ, ხოლო უფრო მცირე ზომის, ჩვენი მნათობის მსგავსი "მოკრძალებული" ვარსკვლავები უფრო ნელი ტემპით ევოლუციონირებენ. საბოლოოდ მათში ჰელიუმის მარაგი გრავიტაციის ძალების გავლენით მძიმე ელემენტებად ტრანსფორმირდება, როგორიციაა ნახშირბადი, ჟანგბადი და რკინა.
ამ პროცესის საბოლოო ეტაპი ე.წ. შავი ჯუჯაა, რომელიც არანაირ ენერგიას არ ასხივებს, გარდა სითბურისა.
ამ მონაცემებმა, რომელიც მთლიანად ჯდება თეორიულ მოდელში, სესაძლოა ძირეულად შეცვალოს ასტრონომების შეხედულებები ჩვენი სამყაროს მეორე და მესამე თაობის ვარსკვლავების ევოლუციის პროცესის შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები






