სასამართლოს წინაშე ჩვენება მხოლოდ 51-ე სკოლის მოსწავლემ მისცა.
ადვოკატის თქმით, მან სასამართლოს არსებითი ინფორმაცია ვერ მიაწოდა, რადგან ჩხუბის დროს ხორავას ქუჩაზე არ იმყოფებოდა და საქმესთან შემხებლობა არ გააჩნია.
„ბრალდების მხარემ წარმოადგინა მოწმე, რომელიც არ ყოფილა ხორავას ქუჩაზე 4 ნომერში. ის არ იყო ფაქტების შემსწრე და მან სასამართლოზე საერთოდ ვერაფერი ვერ თქვა და არ შეეძლო რაიმე ინფორმაცია მოეწოდებინა. მართლა შოკში ვარ, რომ ასეთი მოწმეებით არის გადაჭედილი საქმე და ასეთი მოწმეების გამო ამყოფებენ ბავშვს უდანაშაულოდ წინასწარ პატიმრობაში,“ - განაცხადა ადვოკატმა, ფრიდონ სიხუაშვილმა.
პროკურორის, ბესიკ ქვარცხავას თქმით კი, საქმესთან დაკავშირებით კიდევ რამდენიმე მოწმე დაიკითხება.
„გვრჩება რამდენიმე მოწმე კვლავ დასაკითხი, გამოსაკვლევია რამდენიმე წერილობითი მტკიცებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ეს არის გარკვეულ დროსთან, პროცედურებთან დაკავშირებული. ჩვენ როგორც აქამდე, ასევე მომავალში, ვაპირებთ და გავაგრძელებთ აუცილებლად, ისე რომ მაქსიმალურად შევეცდებით, არასრულწლოვნისთვის მინიჭებული ამ კონკრეტულ, შეზღუდულ ვადაში მოესწროს და გამოკვლეულ იქნეს აბსოლუტურად ყველა, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულება,“ - აცხადებს პროკურორი.
მასალის გამოყენების პირობები






