ფულის გათეთრების მუხლი და TBC ბანკის საქმე - მამუკა ხაზარაძის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს
სამართალი - 17:34, 10 Jan, 2019     1515

„თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად კორძაძე განცხადებას ავრცელებს.

„2007-2008 წლებში თიბისი ბანკის დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ კრედიტორებისგან ისესხეს თანხები ბანკის კაპიტალის გასაზრდელად. ჯამში მოზიდული იქნა დაახლოებით 80 მილიონი $ სხვადასხვა კერძო პირებისა და საერთაშორისო საფინანსო ინტიტუტებიდან, მათ შორის ამერიკული, ბრიტანული, ჰოლანდიური ფონდებისგან. ამ თანხაში შედიოდა სამგორიდან აღებული ხსენებული 17 მილიონი დოლარი. აღნიშნული თანხები მოხმარდა ბანკის საჭიროებებს, მათ შორის ბანკის კაპიტალის გაზრდას. არც ერთი თეთრი არ გამოყენებულა სხვა მიზნებისათვის, რაც თეორიულადაც კი გამორიცხავს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის (‘ფულის გათეთრების’) ნიშნებს.

არაიურისტებისთვის განვმარტავ: ფული რომ გათეთრდეს, ის უნდა იყოს შავი, ანუ შემოსავალი უნდა იყოს უკანონო, რათა მას მიეცეს კანონიერი სახე. ვციტირებთ შესაბამის მუხლს:

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესე იგი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა (ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა, კონვერსია, გადაცემა ან სხვა მოქმედება) მისი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის ან/და სხვა პირისთვის პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებაში დახმარების გაწევის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მასზე საკუთრების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა უფლებების დამალვა ან შენიღბვა.

ამ ტრანსაქციების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიწოდებული აქვს როგორც ეროვნულ ბანკს, ასევე პროკურატურას. სასამართლოში დაკითხვის დროს როგორც მამუკა ხაზარაძემ, ასევე ბადრი ჯაფარიძემ ამომწურავად უპასუხა გამოძიების ყველა კითხვას.

ვფიქრობ ეს განმარტებები საკმარისია, რომ პასუხი გაეცეს ფულის გათეთრებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასთან დაკავშირებულ ყველა კითხვას და შეწყდეს ამ ტერმინების გამოყენება.

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მზად არიან პასუხი გასცენ აღნიშნულ ტრანსაქციებთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვას."- აცხადებ ზვიად კორძაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42