ახალი ფრთა, რომლითაც Boeing-ის სამგზავრო თვითმფრინავები ბგერითი სიჩქარით იფრენენ
ეს საინტერესოა - 18:57, 09 Jan, 2019     3061

Boeing-ი პირველობისთვის იბრძვის და სურს კონკურენტ ევროპულ Airbus-ს პირველობის გვირგვინი ჩამოართვას. ამისთვის იგი სხვადასხვა ახალი კონსტრუქციის, გაძლიერებული ძრავებისა და სხვა თანამედროვე მეთოდებით აპირებს შექმნას უფრო სწრაფი და შორსმფრენი ავიალაინერები, რომელიც მგზავრებს კომფორტულად და სწრაფად ჩაიყვანს შორ მანძილებზე.

Boeing-ის ბოლო სიახლეა ახალი, საკმაოდ თხელი, დაკეცვადი ფრთები, რომელიც კომპანიის განცხადებით, საშუალებას მისცემს თვითმფრინავებს ბგერით სიჩქარესთან მიახლოებული სიჩქარით მაღალ სიმაღლეებზე იფრინოს, უპრეცედენტო აეროდინამიკური ეფექტურობის გამოყენებით.

ფრთა Transonic Truss-Braced გაშლილ მდგომარეობაში 170 ფუტის სიგრძისაა, იგი ფიუზელაჟთან სპეციალური სამაგრებითაა დამაგრებული. იგი ჯერჯერობით კონცეპტუალურ სტადიაშია, თუმცა, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მისი მეშვეობით თვითმფრინავი 0,7-0,8 ბგერითი სიჩქარით იფრენს.

ეს ფრთა Boeing-მა NASA-სთან თანამშრომლობით შექმნა, რისთვისაც თითქმის ათი წელი დასჭირდა. ეს არისპროგრამა Subsonic Ultra Green Aircraft Research-ის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს ნაკლებად ხმაურიანი, ეფექტური საჰაერო ხომალდების შექმნას, რაც ასევე ექსპლუატაციის მახასიათებლების გაუმჯობესებასაც ითვალისწინებს.

დეკემბერში Boeing-მა ასევე წარმოადგინა ახალი ბიზნესკლასის თვითმფრინავი, რომელიც საშუალებას აძლევს მგზავრს მსოფლიოს ნებისმიერ ორ ქალაქში დაჯდომის გარეშე გადაადგილდეს. ეს არის Boeing BBJ 777X, რომლის დაუჯდომელი ფრენის მანძილი 21 570 კნ.-ა, რის გამოც იგი კომერციული ფრენის სიშორით მსოფლიოში პირველ ადგილზე გადაინაცვლებს და Airbus-ს ჩამოიტოვებს. შთამბეჭდავია ასევე გიგანტური და მძლავრი ძრავები GE Aviation GE9X, რომლითაც არის აღჭურვილი ახალი ბოინგი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42