ჰოლივუდის ერთერთი ყველაზე სასურველი მამაკაცი, 44 წლის ოსკაროსანი მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო მოდელების სიყვარულით რომ გამოირჩევა, ეს ყველასთვის ცნობილია.
უკვე ერთი წელია, ლეო არგენტინელი მოდელს, კამილა მორონეს ხდვება და როგორც ტაბლოიდები წერენ, შესაძლოა, ეს ყველაფერი ქორწილით დასრულდეს.
ლეონარდოს შეყვარებული მასზე 23 წლით უმცროსი, 21 წლის კამილაა, რომელიც ზუსტად იმდენი წლისაა, რამდენისაც ლეოს საკულტო ფილმი "ტიტანიკი."
ლეონარდო დიკაპრიოს სასიყვარული ურთიერთობები მუდამ განხილვის საგანია.ლეოს „მოდელების კოლექცია“ ბარ რაფაელს, ჟიზელს, ნაომი კემპბელს, კელი რორბახოს, ტონი გარნს, ერინ ჰიზერტონსა მოიცავს. მათი უმრავლესობა ქერაა. ტაბლოიდები ხშირად ხუმრობენ, რომ ლეოს სტანდარტების დასაკმაყოფილებლად გოგონა აუცილებლად ქერა მოდელი უნდა იყოს და ველოსიპედი უყვარდეს. ბულვარული გამოცემები ირწმუნებიან, რომ ლეონარდოს რომანი ჰქონდა რიანასთანაც.
მასალის გამოყენების პირობები






