ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმე - ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული დ.ღ.-ს სასამართლო პროცესი დღეს გაგრძელდა. პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს იკვლევენ. შესაძლოა დაცვის მხარემ დააყენოს შუამდგომლობა, არასრულწლოვნის დღესვე გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რადგან მას 6 თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა 19 იანვარს ეწურება.
დაცვის მხარის განცხადებით, ბრალდება ორკვირიან ვადაში ვერ ჩაეტევა, ამასთანავე მათი მოწმეები და მკტკიცებულებებიც გამოსაკვლევია და სწორედ ამიტომ, სასამართლოს შერჩეული აღკვეთის ღონისძისების შეცვლა მოუწოევს:
„ეს დღეს მოხდება, 10 -ში, 11- ში თუ შემდგომ სასამართლო პროცესებზე - ეს აუცილებლად მოხდება. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ პროკურატურას შეგნებულად არ მოჰყავს არასრულწლოვანი მოწმეები, რომ მაქსიმალური 6 თვიან ვადაში საპატიმროში ამყოფოს არასრულწლოვანი. დ. ღ. არის უდანაშაულო და პროკურატურამ საზოგადოება შეიყვანა შეცდომაში, მაშინვე, როცა ის დააკავა და ის განათავსეს საპატიმროში და დღემდე საზოგადოებას ატყუებენ, თითქოს მისი ჩვენებიდან გამომდინარე ვერ დადგა და ვერ აღსრულდა მართლმსაჯულება, რაც არის სრულიად სიცრუე“ - აცხადებს ადვოკატი ფრიდონ სიხუაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






