კევინ სპეისის სექსუალურ შევიწროებაში ბრალი ოფიციალურად წაუყენეს
ეს საინტერესოა - 12:10, 08 Jan, 2019     1298
ოსკაროსან ამერიკელ კინომსახიობს კევინ სპეისის სექსუალურ შევიწროებაში ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. მასაჩუსეტსის შტატის კუნძულ ნანტაკეტის სასამართლომ გადაწყვეტილება 7 იანვარს მიიღო.


სპეისის ყოფილი ტელეწამყვანი ჰიზერ ანრუ მისი 18 წლის ვაჟის სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ანრუს მტკიცებით, შემთხვევა 2016 წელს მოხდა კუნძულ ნანტაკეტის ერთ-ერთ ბარში, თუმცა, მისმა შვილმა ეს მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გაამხილა. კევინ სპეისი ბრალდებას უარყოფს. მისმა ადვოკატმა მოსამართლეს თხოვა საქმეს დაურთოს სპეისის მობილურ ტელეფონში დაცული ინფორმაცია, რომელიც დაცვის მხარის შეფასებით, კინომსახიობს გაამართლებს. კევინ სპეისის სასამართლო პროცესი 4 მარტს გაგრძელდება.

სასამართლოსთან კევინ სპეისის ათეულობით ჟურნალისტი ელოდებოდა თუმცა მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებულ მსახიობს კომენტარი არც სასამართლოს დარბაზში გაუკეთებია, ის ჩუმად იდგა თავისი ადვოკატის გვერდით და პერიოდულად კამერებისკენ ოდნავ შესამჩნევი ღიმილით იყურებოდა.

მასაჩუსეტსის პროკურატურამ 24 დეკემბერს გაავრცელა შეტყობინება იმის შესახებ, რომ მსახიობ კევინ სპეისის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაიწყო.

ბრალდებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ რამდენიმე წუთში კევინ სპეისიმ სოციალურ ქსელშივიდეორგოლი გამოაქვეყნა. 3 წუთიან ვიდეოში, რომლის სათაურიც იყიო "ნება მომეცით ვიყო ფრენკი", მსახიობი „ბანქოს სახლის“ პრეზიდენტის ფრენკ ანდერვუდის იმიჯით გამოჩნდა. ეს იყო მსახიობის პირველი საჯარო გამოსვლა მას შემდეგ რაც 2017 წლის შემოდგომაზე, ერთბაშად რამდენიმე ადამიანმა ის სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა.

სკანდალი 2017 წლის შემოდგომაზე დაიწყო, როცა მსახიობმა ენტონი რეპმა განაცხადა, რომ სპეისის მხრიდან მის მიმართ 30 წლის წინ სექსუალურ შევიწროებას ჰქონდა ადგილი, რეპი მაშინ არასრულწლოვანი იყო. ორგზის ოსკაროსანმა მსახიობმა აღნიშნულზე განცხადება გააკეთა, რეპს მოუბოდიშა და მომხდარი „სავარუდოდ მთვრალი კაცის ქცევას“ დააბრალა, ასევე აღიარა, რომ გეია. რამდენიმე დღეში სპეისის წინააღმდეგ კიდევ ათეულობით იმავე შინაარსის ბრალდებამ გაიჟღერა.

სპეისთან ურთიერთობაზე უარი განაცხადა Netflix-მა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ House of Cards-ის მეექვსე სეზონში სპეისის მონაწილეობა აღარ მიეღო. მსახიობს ლექციების კურსი გაუუქმეს და CAA-დან გამოუშვეს.მჯერად, ცნობილი გახდა რომ, რეჟისორ რიდლის სკოტის ახალი ფილმიდან - „მთელი მსოფლიოს ფული“ (All the Money in the World), კევინ სპეისის მიერ შესრულებულ ყველა სცენა ამოჭრეს და ის ვეტერანი ოსკაროსანი მსახიობით, ქრისტოფერ პლამერით ხელახლა გადაიღეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42