25 იანვრამდე სახიფათო პერიოდია - "ჯანმრთელობის გაუარესება, ტრავმებისა და ავარიების მომატება, კრიმინოგენური სიტუაციის გაზრდა"
ეს საინტერესოა - 13:18, 14 Jan, 2019     12954

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის თქმით, 2019 წელს მოსალოდნელია მატერიალური და ფინანსური უერთიერთობების ტრანსფორმაცია.

იანვარ-თებერვალ მარტში დედამიწა დაძაბულ ენერგოველში აღმოჩნდება.

"თუ 2018 წელს ახალი საქმე ან ბიზნესი დაიწყეთ, ის წელს საკმაოდ კარგ მოგებას მოგცემთ. 2019 წელს მოსალოდნელია მატერიალური და ფინანსური ურთიერთობების ტრანსფორმაცია, ვალუტის კურსისა და აქციათა ცვლილებები. ამიტომ, ამის ფონზე, ბიზნესის სფეროში მოსალოდნელია რადიკალური ცვლილებები, არაერთი ქვეყნის ეკონომიკა აღმოჩნება კოსმიური გამოცდის წინაშე. თუ ამ პროცესს სამთავრობო სტრუქტურების მხრიდან საგანგებო რეაქციები არ მოჰყვა, სიტუაცია ადვილად არ ჩაივლის. დიპლომატთა და საზოგადოებრივი აზრის ძალისხმევით შესაძლებელი იქნება არაერთი საკონფლიქტო სიტუაციის განმუხტვა, როგორც სახელმწიფოს შიგნით, ასევე საგარეო ურთიერთობებში. საკომუნიკაციო სისტემების მხრიდან მოიმატებს არასწორი და ნეგატიური ინფორმაციის გავრცელების ტენდენცია. ამიტომ, იყავით ობიექტური და დაკვირვებული, რათა ილუზიებში და მოტყუებულ პოზიციაში არ აღმოჩნდეთ. ზოგადად, წლის დასაწყისში – იანვარი, თებერვალი, მარტი – დედამიწა აღმოჩნდება დაძაბული ენერგოველის პირობებში. 7-29 იანვრის შუალედში კოსმოპლანეტური ნეგატიური ენერგიები ხელს შეუწყობს დაძაბული სიტუაციების წარმოქმნას, ჯანმრთელობის გაუარესებას, იმუნიტეტის დაქვეითებას, რისკის ჯგუფში მყოფი ადამიანების სიკვდილიანობას. ამ პერიოდში ბევრ ადამიანს მოუნდება გეგმის შეცვლა, მათ შორის არასტაბილური ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობის გამო. ამ პერიოდში, მაღალია ტექნოლოგიური და ეკოლოგიური კატასტროფების ალბათობა, ტრავმებისა და ავარიების მომატება, კრიმინოგენური სიტუაციის გაზრდა და გაუარესება. ამ მხრივ ყველაზე სახიფათო პერიოდია 8-11 და 14-25 იანვარი, შემდგომ, 20 თებერვლიდან დაიწყება შედარებით ჰარმონიული პერიოდი, როცა შესაძლებელი გახდება კავშირების აღდგენა, ურთიერთობების გამოსწორება. 5-17 მარტის შუალედი განსაკუთრებით პოზიტიური და კარგია, როცა შესაძლებელია გეგმების რეალიზება. აპრილი, მაისი, ივნისი – ეს პერიოდი საკმაოდ რთული იქნება და ნეგატიურ დაღს დაასვამს ადამიანის კარიერასა და ბედ-იღბალს. 2-17 აპრილის შუალედი კოსმიური გამოცდების დროა. ამ პერიოდში დიპლომატიას უნდა დაეყრდნოთ. 25 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით კი მეტად დაძაბული დროა – მოიმატებს კატასტროფების, ტექნიკური ავარიების შემთხვევები. არასტაბილური იქნება ეკონომიკური და პოლიტიკური ფონი და ამ სფეროებშიც კონფლიქტური სიტუაციები იმატებს. ეს დრო ნეგატიურ დაღს დაასვამს პარტნიორულ და საოჯახო ურთიერთობებს, მსოფლიოში კი, სამხედრო-პოლიტიკური კონფლიქტები იმატებს. ზოგადად, სერიოზული კოსმიური „ჭექა ქუხილი“ წელს 5-29 ივნისის პერიოდშია მოსალოდნელი. მნიშვნელოვანი საკითხებისა და საქმეების გადასწყვეტად კი ყველაზე სასიკეთო დრო 10-30 მაისის შუალედი იქნება. ამ წლის განმავლობაში ყველაზე ცვალებადი დრო ივნისია, როცა რთული პერიოდის გავლა მოგვიწევს. მოსალოდნელია კონფლიქტების გაღრმავება როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მსოფლიოს მასშტაბით. 20-29 ივნისის პერიოდში, შესაძლოა არაერთი ფირმა და ორგანიზაცია აღმოჩნდეს ფინანსურად კრიზისულ მდგომარეობაში. ივლისი-აგვისტო-სექტემბერი – დედამიწის გეომანტია და ენერგოველი 17 ივლისამდე ნეგატიურ და დაძაბულ მდგომარეობაში იქნება. თეთრი და შავი კოსმიური ძალების ჭიდილი ბევრ ქვეყანაში არასტაბილურ სიტუაციებს გამოიწვევს, ამას მოჰყვება ლიდერების გადაყენება, ცვლილებები სამთავრობო სტრუქტურებში და ხელმძღვანელობის შეცვლა, მათ შორის საქართველოშიც. აუცილებელი გახდება ცვლილებების შეტანა მთელ რიგ საკითხებსა და პოლიტიკურ ცხოვრებაში. მოიმატებს ავარიების, კატასტროფების, საკონფლიქტო სიტუაციების, ჯანმრთელობის გაუარესების ტენდენცია. 18 ივლისის შემდგომ კი, სიტუაცია ოდნავ შემსუბუქდება და აგვისტოს თვე, პრობლემების გარეშე ჩაივლის" - აღნიშნა მიხეილ ცაგარელმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42