მიცვალებულების არევასთან დაკავშირებით თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონული ცენტრი განცხადებას ავრცელებს
შემთხვევა - 13:36, 06 Jan, 2019     1422

ქუთაისში მიცვალებულების არევასთან დაკავშირებით, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონული ცენტრი განცხადებას ავრცელებს.

"სამწუხაროდ თემა, რომელსაც გვინდა შევეხოთ, სხვადასხვა საშუალებებიით გახდა არაჯანსაღი განხილვის თემა, რაც მინიმუმ არ არის სწორი, ვინაიდან ასეთი დამოკიდებულებით, პირველ რიგში შეურაცყოფთ გარდაცვლილს და მათი ოჯახის წევრებს. მეტი განმარტება ამ თემაზე კლინიკის ადმინისტრაციის მხრიდან არ გაკეთდება. საკითხი ეხება გარდაცვლილი პაციენტების ერთმანეთში არევის ფაქტს და ამ კუთხით სამედიცინო დაწესებულების როლს.

პირველ რიგში ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს. სამწუხაროდ პაციენტების ჯანმრთელობის სიმძიმისა და სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობის გამო ვერ მოხერხდა მათი გადარჩენა. ფაქტს იმის შესახებ, რომ კლინიკას მიცვალებულები ერთმანეთში აერია არ ვადასტურებთ. კლინიკა არ არის გარდაცვლილი პაციენტების ტრანსპორტირების განმხორციელებელი იურიდიული პირი. გარდაცვლილი პაციენტების ტრანსპოტრიტების ორგანიზებას საკუთარი ხარჯებითა და ძალებით, მათ შორის გადადგილების განმხორციელებელი სატრანსპორტო საშუალების დაქირავებას და ამავე სატრანსპორტო საშუალებაზე გარდაცვლილის პანაშვიდებისათვის განკუთვნილი ადგილის, კონკრეტული მისამართის მიცემა – მითითებას ახორციელებენ გარდაცვლილი პაციენტის პირველი, მეორე რიგის ან/და სხვა რანგის ნათესავები. სამედიცინო დაწესებულება, ასეთი ფაქტის დადგომის შემთხვევაში უზრუნველყოფს გარდაცვლილის იდენტიფიცირებისათვის დადგენილი სავალდებულო ნორმატივების უზრუნველყოფას, ხოლო ნათესავთა წრე, სამედიცინო დაწესებულების შესაბამის გვამის განთავსების ოთახში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახდენს გარდაცვლილის იდენტიფიცირებას.

კლინიკის თანამშრომლისა და სანათესაო წრის მხრიდან გარდაცვლილის ერთობრივი იდენტიფიცირების პროცედურების დასრულების შემდგომ, კლინიკისა და გარდაცვლილის ოჯახის წარმომადგენლის მონაწილეობით, გვამის განთავსების ოთახში, მორიგ პროცედურად ხორციელდება, გარდაცვლილი პაციენტის შესაბამის განსასვენებელ საშუალებაში მოთავსება, სათანადო დოკუმენტაციაზე ხელმოწერა და მიცვალებულის პატრონზე გადაბარება. ამის შემდგომ, კლინიკის შესაბამისი თანამშრომლის ზედამხედველობით, ნათესავების მიერ ხორციელდება, მიცვალებულის გვამის ოთახიდან, საკუთარი ორგანიზებით დაქირავებულ ტრანსპორტში მიცვალებულის ჩასვენება. ნათესავებს ბარდებათ მათთან ერთად იდენტიფიცირებული გარდაცვლილი.

ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, ნათესავებს ჩაბარდათ მათ მიერვე იდენტიფიცირებული გარდაცვლილი. აქ მთავრდება სამედიცინო დაწესებულების უფლება – მოვალეობები. გარდაცვლილის სამედიცინო დაწესებულების ტერიტორიიდან შემდგომი ტრანსპორტირების განხორციელება, პანაშვიდებისათვის განკუთვნილი მისამართის სატრანსპორტო საშუალების მძღოლზე მითითება და სხვა ორგანიზაციული საკითხები, ნათესავთა წრის კომპეტენციაა.

სამედიცინო დაწესებულების მიერ მოპოვებული და არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილების პანაშვიდები ხორციელდებოდა 5 – 7 დღის განმავლობაში. მათ შორის ერთი გარდაცვლილი იქნა დაკრძალული, ხოლო მეორე გარდაცვლილის იდენტიფიცირება მოხდა მიცვალებულის დაკრძალვის დღეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, არსებობს სხვა დაზუსტებული გარემოებები, რომელიც არის პერსონალური ხასიათის და შეიცავს კონფიდენციალურ ინფორმაციას, რის გამჟღავნებასაც კლინიკა, გარდაცვლილი ოჯახის წევრების ინტერესებიდან გამომდინარე არ გეგმავს."





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42