31 დეკემბერს, ძლიერი აფეთქება და ხანძარი სახლში მაცხოვრებელი მამაკაცის მიერ სიგარეტის მოკიდებამ გამოიწვია. 62 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით შემთხვევის დროს სახლში ასევე იმყოფებოდა ოჯახის წევრი ქალი და 10 წლის ბავშვიც, რომელიც დედამ საბანში გაახვია და ცეცხლიდან თავის დაღწევის მიზნით ფანჯრიდან გადასვა.
აფეთქება, კუსტარულად დამონტაჟებულ ღუმელში დაგროვილი ბუნებრივი აირის აალებამ გამოიწვია.
როგორც "ნიუპოსტს" შს სამინისტროს პრესცენტრში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ამ დროისთვის ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, მას ფეხი აქვს დამწვარი, რაც შეეხება ქალს, მან მძიმე დაზიანება მიიღო და ამ დროსთვის კრიტიკულ მდგომარეობაში რეანიმაციიულ განყოფილებაშია მოთავსებული.
მასალის გამოყენების პირობები






