ამერიკელმა მედიკოსებმა 2019 წლისთვის საუკეთესო დიეტა გამოავლინეს
ეს საინტერესოა - 14:18, 04 Jan, 2019     3394

ამერიკელმა მედიკოსებმა და დიეტოლოგებმა 2019 წლისთვის საუკეთესო კვების რაციონი შეადგინეს. რეიტინგი ჟურნალ U.S. News & World Report-შია გამოქვეყნებული.

მათ 40-მდე სხვადასხვა სახის დიეტა გამოიკვლიეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ საუკეთესო ე.წ. "ხმელთაშუა ზღვის დიეტაა".

ეს დიეტა ხელს უწყობს სხეულის მასის კლებას და ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და დიაბეტის განვითარების რისკს. გარდა ამისა, ის შეიცავს ჯანმრთელობისათვის აუცილებელ თითქმის ყველა ელემენტს.
ხმელთაშუა ზღვის დიეტა

ხმელთაშუა ზღვის დიეტა არ არის რაიმე განსაზღვრული კვების სისტემა ან ინსტრუქცია. ის წარმოადგენს კვებითი ჩვევების და პრინციპების კრებულს, რომელსაც ტრადიცულად ხმელთაშუა ზღვის მაცხოვრებლები მისდევენ. დიეტა პოპულარული გახდა ე.წ. ფრანგული პარადოქსის გამო: მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ საფრანგეთის მოსახლეობა საკმაოდ დიდი რაოდენობის ცხიმს იყენებს, მათ ჭარბი წონის პრობლემის, გულ-სისხლძრღვთა სისტემის დაავადებების, მაღალი წნევის და დიაბეტით დაავადებების გაცილებით დაბალი მაჩვენებლები აქვთ, ვიდრე სხვა ქვეყნების, მაგ. აშშ-ს მაცხოვრებლებს.

ხმელთაშუა ზღვა 16-ზე მეტი ქვეყანას ესაზღვრება და მათი კვების ტრადიციები განსხვავდება ერთმანეთისგან კულტურული, ეთნიკური და რელიგიური კუთვნილების მიხედვით, მაგრამ არის ბევრი დამახასიათებელი ნიშან-თვისება, რაც მათ აერთიანებს:

  • ბოსტნეულის, კარტოფილის, პარკოსნების, თხილეულის, მარცვლეულის, პურის და პურეული მარცვლოვნების დიდი რაოდენობა საკვებში.
  • აქტიურად გამოიყენება ზეთისხილის ზეთი, რომელიც მოიხმარება როგორც შეწვის დროს, ისე სანელებლად.
  • საკვებად ზომიერად გამოიყენება თევზეული და მცირე რაოდენობის ხორცი. მსუყე ხორცი (ღორის, ძროხის ან ცხვრის) მიიღება რეგულარულად, მაგრამ არაა აუცილებელი ყოველ კვირა.
  • ძირითადად გამოიყენება დაბალი ცხიმიანობის იოგურტი და ყველი.
  • საჭმელთან ერთად წითელი ღვინის ზომიერი მიღება.
  • სეზონური ცოცხალი პროდუქციის მოხმარება – ხილი, ბოსტნეული და მწვანილი
  • ტკბილეული – ყოველდღე არა
  • ცხოვრების აქტიური წესი

რეგულარულად ჩატარებული კვლევების შედეგად, შეეცადნენ გამოეყოთ დიეტის შემადგენლობიდან ის, რაც საუკეთესო სამედიცინო ეფექტს იძლეოდა. ასეთი აღმოჩნდა ცხიმიანი თევზი, ზღვის პროდუქტები, ზეთისხლის ზეთი, წითელი ღვინო და სხვ. თუმცა მათგან არ მოხერხდა მხოლოდ ერთი ან ორი ცალკეული კომპონენტის გამოყოფა, რომელიც ამ დადებით ეფექტზე ახდენდა გავლენას.

იმისთვის, რომ ადვილად დაიმახსოვროთ პროდუქტები, რომლებსაც ხმელთაშუაზღვის დიეტის დროს გამოიყენებენ, შედგენილი იქნა სპეციალური პირამიდა. ამ პირამიდის მიხედვით ჩანს რა პროდუქტები და რამდენად ხშირად გამოიყენება:






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42