"სამხარაულის ექსპერტებმა ბოლომდე ვერ გაბედეს დაეწერათ ის, რაც მოხდა" - მარიამ კუბლაშვილი
სამართალი - 18:27, 03 Jan, 2019     3855

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი და ოჯახის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი პროკურატურაში იმყოფებოდნენ და სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას გაეცნენ.

ოჯახის ადვოკატის მარიამ კუბლაშვილის თქმით, თქმით, სამხარაულის ექსპერტებმა ბოლომდე ვერ გაბედეს დაეწერათ, ის, რაც სპეცოპერაციის დროს მოხდა.

"ჩატარდა კომპლექსური ექსპერტიზა. სრულად შეჯამდა საქმის მასალები, ყველა კვლევა. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ კითხვაზე, თუ რა მდგომარეობაში იყო თემირლან მაჩალიკაშვილი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ცეცხლნასროლი დაზიანების მიყენების მომენტში, პასუხი ვერ გასცა. ამ კითხვაზე პასუხი დამოუკიდებელმა ექსპერტებმა მაია ნიკოლეიშვილმა და ზაზა ალთუნაშვილმა პირდაპირ გასცეს, სადაც დააფიქსირეს ვიზირების ხაზი. ვიზირების ხაზი გულისხმობს მსროლელიდან სწორედ ლოგინის ფრაგმენტზე გასულ სწორ ხაზს. დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნით, თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობა იყო ვიზირების ხაზის ქვემოთ ანუ თავი იყო ლოგინის ქვეშ, რაც ლოგიკურია, ხოლო მისი სხეულის მდგომარეობა იყო ვიზირების ხაზის გასწვრივ ანუ პირდაპირ. რაც შეეხება სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას, ისინი სხეულის მდგომარეობას ვერ ადგენენ. ისინი წერენ, თუ რა მდგომარეობაში იყო თემირლანის სხეულის პოზა, მდგომარეობა. საკითხის გადაწყვეტა ექსპერტებმა ვერ შეძლეს. თუმცა, მთავარი ფაქტია, სად იყო თავი. თუ სხეული მოძრაობს, თავს წამოწევდა. უტყუარად დადასტურებულად წერენ, რომ ვიზირების ხაზის ქვემოთ არის თემირლან მაჩალიკაშვილის თავი, რომელიც იყო ბალიშზე ოდნავ წამოწეული. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს პირდაპირ უნდა დაეწერა, რაც გაბედეს და დამოუკიდებელმა ექსპერტებმა დაწერეს. იმთავითვე ნათელი იყო, ვინაიდან ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რომელიც ვერ განადგურდა. ეს იყო ლოგინის თავი, სადაც არის პირდაპირი დაზიანება და ცხადია, აღდგა მდგომარეობა. უარყვეს და ვერ დაადგინეს და მაინც დატოვეს კითხვის ნიშანი, სად იყო, როგორ მდგომარეობაში იყო თემირლან მაჩალიკაშვილის სხეული. ამით ისინი შეეცადნენ, კიდევ მეტი ბუნდოვნობა შესძინონ საქმეს, თუმცა აქ მნიშვნელოვანი იქნება პროკურორის შემაჯამებელი გადაწყვეტილება. მოვუწოდებ პროკურატურას და ამ საქმის გამომძიებელს, მიიღონ სამართლიანი გადაწყვეტილება, დაეყრდნონ იმ ექსპერტების უტყუარ დასკვნას, რომლებმაც პირდაპირ დაწერეს, რა მდგომარეობაში იყო თემირლანი" - აღნიშნა ადვოკატმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42