პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად „ლენდოს“ დაყაჩაღების საქმზე ერთი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მიკროსაფინანო ორგანიზაცია ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით დააყაჩაღა და 1330 ლარი გაიტაცა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ის, შსს-ს ინფორმაციით, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, „ლენდო“ ბანკის დაყაჩაღებისთვის დაკავებული მერიის დასუფთავების სამსახურის მოქმედი თანამშრომელია. 52 წლის გიგლა გოგილავას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა იარაღი და ნიღბები ამოიღეს. თავდამსხმელი ბანკში იმ დროს შეიჭრა, როცა სალაროს გადაბარება ხდებოდა და იარაღის მუქარით 1300 ლარი გაიტაცა. გოგილავას აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე რაიონული სასამართლო დღეს იმსჯელებს.
მასალის გამოყენების პირობები






