ქუთაისში ვალუტის გადამცვლელ პუნქტზე იარაღის მუქარით თანხის გამოძალვა სცადეს - დაკავებულია ერთი პირი
სამართალი - 20:38, 28 Dec, 2018     4874

პოლიციამ ქუთაისში ვალუტის გადამცვლელი ჯიხურის დაყაჩაღების ფაქტი აღკვეთა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინკასაციის სამმართველოს თანამშრომლებმა ქუთაისში, ვალუტის გადამცვლელი ჯიხურის დაყაჩაღების ბრალდებით, 1 პირი დააკავეს.

დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთს ითვალისწინებს.

1988 წელს დაბადებული, ამჟამად ნარკოდანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ბ.შ. პოლიციამ იმ დროს დააკავა, როდესაც იგი ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ვალუტის გადამცვლელ ერთ-ერთ ჯიხურს თავს დაესხა და მეპატრონეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თანხას სთხოვდა. აღნიშნულ ფაქტს შეესწრნენ დაცვის პოლიციის ინკასაციის სამმართველოს თანამშრომლები, რომლებმაც ბ.შ., კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, შემთხვევის ადგილზე დააკავეს. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი: ავტომატი და პისტოლეტი შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს" - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42