"ამ ეტაპზე მოპოვებული ინფორმაციით, ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებული ინსპექტირებისას დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება" - ამ განცხადების ავტორი საქართველო მთავარი პროკურატურაა.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ქ.ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებული ინსპექტირებისას სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტების შესწავლა ბაჩანა შენგელიას განცხადებაში დასახელებული გარემოებების მიხედვით დაიწყო.
"დამატებითი წერილობითი ინფორმაციის მისაღებად, საგამოძიებო უწყებაში, ბაჩანა შენგელიას გარდა, გამოიკითხნენ განათლების სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი და ინსპექტირების სამსახურის თანამშრომლები.
ამ ეტაპზე მოპოვებული ინფორმაციით დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. გრძელდება საკითხის შესწავლა და შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია"- აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.
მასალის გამოყენების პირობები






