გიორგი მახარაძის თქმით, დეპუტატი გიორგი გიორგანაშვილს ნარკოტიკების შემოტანასა და გასაღებაში ადანაშაულებდა.
„დიდი ინტერესით ველოდები ბატონი აზრდიაშვილის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რაზეც ის საუბრობდა ყოველთვის და ძალიან მაინტერესებს, ახლა რა კომენტარს გააკეთებს, როდესაც გიორგი გიორგანაშვილს ნარკოტიკების შემოტანასა და გასაღებაში ადანაშაულებდა. თუ ის პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსია და ასეთად მიიჩნევს თავს, ამაზე განმარტება უნდა გააკეთოს.
ის ამბობდა, რომ გიორგი გიორგანაშვილი ნარკოტიკების შემომტანი და გამსაღებელია. ახლა, როგორც პოლიტიკოსმა, პარლამენტის წევრმა და ამ ქვეყნის მოსახლეობის წარმომადგენელმა საკანონმდებლო ორგანოში, კეთილი უნდა ინებოს და ბოდიში მოიხადოს, როგორც „ბახალას“ წინაშე, აქვე მისი ოჯახის, მეგობრების, ახლობლების წინაშე,“- განაცხადა ადვოკატმა, გიორგი მახარაძემ.
2018 წლის აპრილში „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა, რომ ბოდიში აქვს მოსახდელი ყველა იმ ადამიანს, ვინც ამტკიცებდა, რომ ირაკლი ქორიძეს და „ბახალას" ნარკოტიკი ჩაუდეს.
მასალის გამოყენების პირობები






