"ვაშა ამ მოსამართლის სიმამაცეს... მე და გიორგის ამ ქვეყნის იმედი უკვე 2 წელია დაკარგული გვაქვს"- ბახალას დედა
სამართალი - 16:30, 28 Dec, 2018     4048
ორგანიზებული ნარკოდანაშაულის საქმეზე გამართლლებული მსახიობის, გიორგი გიორგანაშვილის დედა სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.


ნანა ჩხიკვიშვილის თქმით, სასამართლოსგან ლოგიკურს არაფერს ელოდა, რადგან 2 წელია ამ სისტემის იმედი დაკარგა.

„უფალი სუფევს, ყველაფერს ხედავს და ყველაფერი თავის ადგილზე გამოჩნდება, ეს არის ჩემი სათქმელი... მე და გიორგის ამ ქვეყნის, ამ სისტემის, ამ სივრცის იმედი უკვე 2 წელია დაკარგული გვაქვს. ჩემი გიორგი იბრძვის და მე ხელებჩამოყრილი, გაოგნებული დედა ვარ, ხელმოცარული დედა მთელი საქართველოს წინაშე გამომიცხადეს, იმის გამო რომ საზოგადოება მხარს უჭერდა ჩემს შვილს, იმ ორი პოლიციელის ჩადებული აბების გამო, მაშინვე აგვაფარეს სახეზე ხმამაღლა გამოცხადებული „ორგანიზებული ჯგუფის“ საქმე, გიორგი საქვეყნოდ დამნაშავედ გამოაცხადეს. ტაძარში რომ მივედი მეორე დილას, ყველას სულელი ვეგონე, რადგან გამოვჩნდი და არ დავიმალე, რომ მივედი მაინც უფალთან და რომ ვევედრებოდი, ყველაფერი თავის ადგილას დააყენე-მეთქი. უფლის იმედით ვიყავი, მაგრამ ლოგიკურს არაფერს ველოდი. ვაშა ამ მოსამართლის სიმამაცეს, რომ ამ სისტემის ბრჭყალებიდან ამოცურა და მაინც თავისი გააკეთა“, - განაცხადა ნანა ჩხიკვიშვილმა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42