ინსტაგრამმა გუშინ სამომავლოდ დაგეგმილი ახალი ფუნქციის ტესტირება ჩაატარა, რომლის მიხედვითაც „ჩამოსქროლვის“ ფუნქცია ჰორიზონტალურად იქცა.
თუმცა, ახალი ფუნქცია ტესტირების რეჟიმში იმაზე მეტ მომხმარებელს მიეწოდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო - ამან Instagram-მომხმარებლების აღელვება და უკმაყოფილება გამოიწვია, ამიტომ სოციალურმა ქსელმა სატესტო რეჟიმი მალევე გამორთო.
სოციალური ქსელის მენეჯმენტმა გაავრცელა განცხადება და განმარტა, რომ ტესტირება ძალიან მცირემასშტაბიანი უნდა ყოფილიყო და „შემთხვევით გამოვიდა ფართომასშტაბიანი“. მომხმარებლები რომლებიც სატესტო რეჟიმის გამორთვის მიუხედავად მაინც იმავე რეჟიმში განაგრძობენ აღნიშნული სოციალური ქსელის გამოყენებას, მაშინ აპლიკაცია უნდა განაახლონ და ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდებიან.
„ბოდიშს გიხდით ამისთვის“ – Instagram-ის ოფიციალური წარმომადგენლობა მომხმარებლებს შექმნილი უხერხულობის გამო ბოდიშს უხდის.
მასალის გამოყენების პირობები






