4 რიტუალი, რომლებიც ახალი წლის ღამეს ბედნიერების მისაზიდად უნდა შეასრულოთ
ეს საინტერესოა - 13:08, 28 Dec, 2018     3743

სულ მალე ახალი წელი დადგება. ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს უამრავი ჯადოსნური რამ უჯავშირდება, სჯერათ, რომ ამ დროს ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ყველაზე წარმოუდგენელი ოცნებებიც კი ასრულდეს.

ეს ცხოვრებაში ახლის დაწყების, ახალი ენერგიით, იმედებითა და რწმენით ავსების დროა. ადამიანები ახალ წელთან შესახვედრად განსაკუთრებით ემზადებიან. ბედნიერების და კეთილდღეობის მისაზიდად სხვადასხვა რიტუალებს აწყობენ. ყველა ოჯახს თავისი განსაკუთრებული ტრადიცია აქვს.

ვნახოთ 4 მთავარი ჯადოსნური რიტუალი, რომელიც ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს უნდა შეასრულოთ იმისთვის, რომ ბედნიერება, კეთილდღეობა, ბარაქა მიიზიდოთ და მთელი წელი წარმატებული გქონდეთ.

1. გაწმინდეთ აურა იმისთვის, რომ საბოლოდ გაათავისუფლოთ თქვენი ცხოვრება იმ დრამისგან და სირთულეებისგან, რომელიც 2018-მა წელმა მოგიტანათ - მიიღეთ მარილიანი აბაზანა. სჯერათ, რომ მარილს დიდი ძალა აქვს. ის ეხმარება სხეულს ბალანსის პოვნაში. მარილიანი აბაზანის მიღების დროს თქვენი აურა იწმინდება. დაანთეთ სურნელოვანი სანთლები, ახლოს გქონდეთ ასევე კრისტალები.

2. ნეგატივის განდევნის რიტუალი - ამისთვის აუცილებელია, რომ ოთახში იყოთ მარტო. დაგჭირდებათ ზღვის წყალი, თუმცა ჩვეულებრივი მარილიანი წყლის გამოყენებაც შესაძლებელია. ასევე, უნდა გქონდეთ ის კრისტალი, რომელიც ზოდიაქოს ნიშნის იხედვით გიცავთ. კრისტალი ხელში გქონდეთ, ხოლო მარილიანი წყლით გაწმინდეთ ყველაფერი საძინებელში სახლში და თან გაიმეორეთ სიტყვები - „ნეგატივი გაქრება ჩემი ცხოვრებიდან და ყველაფერი პოზიტივით შეიცვლება“. ეს მაგიური რიტუალი ახალი წლიდან თქვენს ცხოვრებაში ბედნიერებას მიიზიდავს.

3. აავსეთ ოთახი დადებითი ენერგიით, პოზიტიური ვიბრაციებით - დაგჭირდებათ ლიმონისა და ფორთოხლის ეთერზეთები, თეთრი სანთელი, ფურცელი და კალამი. შეურიეთ ეთერზეთები ერთმანეთს, დაანთეთ სანთელი, დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ ის, რისი მიღწევაც ყველაზე მეტად გინდათ 2019 წელს, შემდეგ დაწერეთ იმ ყველაფრის შესახებ, რაზეც ფიქრობდით. ხმამაღლა წაიკითხეთ ცხრაჯერ ის, რასაც ფურცელზე დაწერთ. შემდეგ კი, ფურცელი შეინახეთ უსაფრთხო ადგილას ისე, რომ არავინ ნახოს.

4. მიიზიდეთ წარმატება - ამობეჭდეთ ზოდიაქოს ნიშნების ცხრილი. მასზე აუცილებლად უნდა იყოს აღბეჭდილი თორმეტივე ნიშანი. თქვენი ზოდიაქოს ნიშნის გასწვრივ დაანთეთ სურნელოვანი მწვანე სანთელი, ასევე, მის გასწვრივ დადეთ კრისტალი, რომელიც ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით გიცავთ.დახუჭეთ თვალები და მაქსიმალურად კონცენტრირდით. იფიქრეთ იმაზე, თუ როგორი შეიძლება იყოს თქვენი ყველაზე ბედნიერი დღეები და წარმოიდგინეთ ის, რაც ყველაზე მეტად გინდათ. რიტუალის დასრულების შემდეგ კი, ნივთები ისე შეინახეთ, რომ ისინი თქვენ გარდა ვერავინ ნახოს.


წყარო: Trend.Ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42