პოლიტიკური შურისძიება თუ კრიმინალური გარჩევა - ყოფილი გამგებლის ავტომობილი დაწვა კამერებმა დააფიქსირეს
სამართალი - 12:24, 28 Dec, 2018     4043
სამგორის ყოფილი გამგებლი მამუკა ჩოქური მისი კუთვნილი ავტომობილის, Toyota Prado-ს დაწვის ფაქტზე პირველ კომენტარს აკეთებს.

ჩოქური აცხადებს, რომ მას მტრები არ ყავს, შესაბამისად მისთვის უცნობია, რა გახდა ავტომობილის დაწვის მიზეზი. ის პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავს.

მამუკა ჩოქური ადასტურებს, რომ ეს მისი ავტომობილის დაწვის მეორე შემთხვევაა. პირველად სამგორის ყოფილ გამგებელს ავტომობილი სამი წლის წინ დაუწვეს.

მისი თქმით, კამერებმა დააფიქსირეს ის ადამიანი, ვინც მის მანქანას ცეცხლი წაუკიდა, თუმცა მისი სახე კამერის ჩანაწერებში არ ჩანს.

კადრებში ჩანს, რომ მამაკაცი ჩადის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოდან, ავტომობილს წვავს და ამის შემდეგ იმავე სადარბაზოში შედის. აღნიშნულ პირს კაპიუშონი აქვს წამოფარებული.

„ესეთი ფორმით თუნდაც პოლიტიკურად არ ხდება. აქ უფრო პიროვნულია... კონფლიქტი არ მაქვს არავისთან, არავის ხაზები არ გადამიკვეთია, არვინ არ შემიწუხებია და არავის არ შევუწუხებივარ, “ - ამბობს ჩოქური.

რაც შეეხება სამი წლის წინ მომხდარ შემთხვევას, ავტომობილის დაწვის ფაქტზე სამართალდამცველებს არავინ დაუკავებიათ. დაზარალაბულს განცხადებაც კი არ დაუწერია.

ჩოქური ბიზნეს საქმიანობას ეწევა. ეს უკანასკნელი დავით ნარმანიას მერობის დროს იკავებდა თანამდებობას.

შსს-მ გამოძიება სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების მუხლით დაიწყო. ჩოქური სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს, თუმცა არ არის გამორიცხული მისი დაბარება საგამოძიებო უწყებაში კიდევ მოხდეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42