ყაზახი მოდელი დინაგულ ტასოვა მეგობარმა ბიჭმა სცემა მას შემდეგ, რაც მოდელი პოდიუმზე გამჭვირვალე კაბით გამოვიდა, რომელშიც მოდელს მკერდი უჩანდა.
ამის შესახებ, მოდელი ინსტაგრამზე წერს.
დინაგულის თქმით, პოდიმზე მის გამოსვლას დარბაზში დიდი მოწონება მოჰყვა, სოციალურ ქსელებში კი ნეგატიური განწყობა გამოიწვია. როგორც მოდელი ამბობს, ინსტაგრამიც გაუტეხეს და ახლა ახალი გვერდი აქვს.
"მე, როგორც მოდელი, საკუთარ საქმეს ვაკეთებ და ეს ძალიან კარგად გამომდის.
შეიძლება ამის გამო გოგონა სცემო? არა. არასოდეს!
ახლა დააკვირდით ამ ფოტოებს. ეს არის ჩემი "ახლობელი" ადამიანის "მხარდაჭერის" შედეგია. მაგრამ მადლობა მას, რადგან სერიოზულ პრობლემაზე დამაფიქრა. ამაზე გაჩუმებას არ ვაპირებ! ბევრი ქალი იჩაგრება და დროა ეს დასრულდეს" - წერს მოდელი ინსტაგრამზე, ფოტოებს აქვეყნებს და მოუწოდებს ყველას, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად გაერთიანდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






