რამდენიმე დღის წინ, წავკისში დიდი ტრაგედია მოხდა. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებულ კონფლიქტს ორი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლუკა და დავით ფეიქრიშვილები ცივი იარაღით მოკლეს, კიდევ ორი დაჭრილი კი საავადმყოფოში იმყოფება.
სამართალდამცავებმა აღნიშნული დანაშაული ცხელ კვალზე გახსნეს და სამი პიროვნება დააკავეს - ორი მათგანი მკვლელობის ბრალდებით, ერთს კი დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება ბრალად. ოფიციალური ინფორმაციით, კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც დაკავებულებმა რამდენიმე დღის წინ, გარდაცვლილების ავტომობილი დააზიანეს. სარკის გამო დაწყებული გარჩევა კი ასე დასრულდა. პოლიციამ მკვლელობის იარაღი, ხანჯალიც ამოიღო.
„უწყინარი ბიჭები იყვნენ, მათი ცუდი არავის ახსოვს და ასე სასტიკად დაკლეს ორივე. მთელი სოფელი შოკშია, არავინ ელოდა, რომ ასეთი ტრაგერდია შეიძლება მო0მხდარიყო. ეჭვმიტანილები ტაბახმელადან არიან, ამოვიდნენ აქ საქმის გასარჩევად და ბიჭები დახოცეს“,-ყვებიან წავკისელები.
განსხვავებული ვერსია აქვთ დაკავებულების ახლობლებს. როგორც ჩვენთან საუბარში ერთ-ერთი დაკავებულის ნათესავმა განაცხადა, კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც გარდაცვლილებმა დარეკეს და ტელეფონში ბიჭებს აგინეს, დამტვრეული სარკის ფული მოსთხოვეს. ისიც გავიგეთ, რომ მხოლოდბიჭებს კი არა, ერთ-ერთის დედასაც დაურეკეს და დაემუქრნენ, შენი შვილი თუ ფულს არ მოიტანს, სახლში მოგივარდებითო და ქალსაც აგინეს“,-ასეთია ეჭვმიტანილების ნათესავის ნაამბობი.
გამოძიება მიმდინარეობს და იმედია, სიმართლე გაირკვევა. იმის თქმა, რომ ორი ახალგაზრდის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს, ახლავე შეიძლება...
წყარო: ვერსია
მასალის გამოყენების პირობები






