„ალბატროსის“ წარმომადგენლებმა მოსამართლეს ყალბი დოკუმენტაცია წარუდგინეს“ - სკანდალური პროცესის სკანდალური დეტალები
სამართალი - 12:36, 26 Dec, 2018     7734
21 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში კომპანია "ალბატროსის" ყოფილი თანამშრომლებისა და ორგანიზაციის ამჟამინდელი მენეჯმენტის სასამართლო პროცესი გაიმართა.

საქმე ეხება კომპანიის ოცამდე თანამშრომლის სარჩელს, რომლის თანახმადაც, ისინი უკანონო გათავისუფლებასა და კუთვნილ ხელფასებზე დავობენ.

სასამართლო პროცესს ესწრებოდა კომპანიის რამდენიმე ყოფილი თანამშრომელი და „ალბატროსის“ წარმომადგენლები - ცოტნე ჩიქვინაძე და სალომე ხორავა.

როგორც „ნიუპოსტს“ კომპანიის ყოფილმა თანამშრომელმა, სალომე სარიშვილმა განუცხადა, მხარეებმა სასამართლოს სრულყოფილი დოკუმენტაცია ვერ წარუდგინეს, რის გამოც სხდომა 16 იანვრამდე გადაიდო.

სარიშვილის განცხადებით, ერთ შემთხვევაში „ალბატროსის“ იურისტმა ვერ დაასაბუთა, თუ რატომ გაათავისუფლეს რამდენიმე თანამშრომელი სამსახურიდან, როცა მათ შრომით ხელშეკრულებებს ვადა გასული არ ჰქონდა.

„მოსამართლემ საქმის არსში უკეთ გარკვევისთვის ორივე მხარეს სრულყოფილი დოკუმენტაციის წარდგენა დაგვავალა, თუმცა აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო თავად „ალბატროსის“ წარმომადგენლების პოზიცია, რომელთაც რატომღაც საკუთარი თავი დააჯერეს, რომ ჩვენი სამსახურიდან გათავისუფლება ლეგიტიმური იყო და შესაბამისად, მოსამართლესაც ყალბი დოკუმეტცია წარუდგინეს. უფრო მეტიც, მათ მოსამართლის კომპეტენციასა და ცოდნაში ეჭვი შეიტანეს, რაც ჩვენ დაუშვებლად მიგვაჩნია. ჩვენ ღრმად გვჯერა მოსამართლის პროფესიონალიზმისა და სამართლიანი გადაწყვეტილების, ამიტომ მოუთმენლად ველით 16 იანვარს, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ სასამართლო არის ერთადერთი გზა, რისი მეშვეობითაც ჩვენი სიმართლის დამტკიცებას შევძლებთ და იმედია ეს ასეც იქნება,"- აცხადებს სარიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42