მოზარდების მკვლელობი საქმე - ხორავას ქუჩის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალდებული დ.ღ.-ს სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხნენ.
დ.ღ.ს ადვოკატმა მიხეილ კალანდიას ჩვენებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნულით მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობა კიდევ ერთხელ დადასტურდა. უფლებადამცავი აცხადებს, რომ დ.ღ.-ს უდანაშაულობა პროკურორ ფხაკაძის ჩვენებითაც დგინდება:
„დ.ღ.-ს, თითქოს, ცრუ ჩვენება გამოიხატა იმაში, რომ მ.კ-ს მიმართ არ დაადასტურა რაღაც გარემოებები, ამ შემთხვევაში დარტყმა ხელის თუ ა.შ. დღეს მოწმემ უარყო, მხოლოდ ის იყო ფიზიკურ კონტაქტში იმ განხრით, რომ დავით სარალიძეს ქაჩავდა უკან. სხვა დარტყმა ამ შემთხვევაში ხელის თუ ა.შ., მას ეს არ დაუდასტურებია. აქედან გამომდინარე, თუ რა უნდა ყოფილიყო და ამ ნაწილში როგორ მისცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ცრუ ინფორმაცია ან ცრუ ჩვენება,“- განაცხადა ადვოკატმა, ფრიდონ სიხუაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






