მოზარდების მკვლელობის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი მიხეილ კალანდიამ თბილისის საქალაქო სასამართლო კომენტარის გაკეთების გარეშე დატოვა.
თუ რა სახის ჩვენება მისცა კალანდიამ სასამართლოს უცნობია, რადგან ამ საკითხზე არც მსმა უფლებადამცველმა ისურვა საუბარი.
"ჩვენების შინაარსზე ბუნებრივია, ვერ გიპასუხებთ იქიდან გამომდინარე, რომ დახურული იყო სასამართლო სხდომა. ვერ დაგიდასტურებთ მისი ჩვენებით ბრალდების მხარის პოზიცია გამყარდა თუ არა. როგორც იცით, ბევრი მიმდინარე სასამართლო სხდომაა, თუ კონკრეტულად რომელ საქმეთან დაკავშირებით იყო გუშინ პროკურატურაში დაბარებული, ვერ გეტყვით", - განაცხადა კოტეტიშვილმა.
კალანდიას დაკითხვა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ-ს სისხლის სამართლის საქმეზე მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები






