მასაჩუსეტსის პროკურატურამ 24 დეკემბერს გაავრცელა შეტყობინება იმის შესახებ, რომ მსახიობ კევინ სპეისის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაიწყო, რომელიც 18 წლის პირის მიმართ სავარაუდო სექსუალურ ძალადობას ეხება და უხამს თავდასხმას და ფიზიკურ შეურაცხყოფას გულისხმობს.
პირველი სასამართო მოსმენა, რომელიც ტექნიკური საკითხების განხილბას ეხებოდა 20 დეკემბერს გაიმართა. 7 იანვარს კი კევინ სპეისს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ.
ბრალდებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ რამდენიმე წუთში კევინ სპეისიმ სოციალურ ქსელში ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. 3 წუთიან ვიდეოში, რომლის სათაურიც იყიო "ნება მომეცით ვიყო ფრენკი", მსახიობი „ბანქოს სახლის“ პრეზიდენტის ფრენკ ანდერვუდის იმიჯით გამოჩნდა. ეს იყო მსახიობის პირველი საჯარო გამოსვლა მას შემდეგ რაც 2017 წლის შემოდგომაზე, ერთბაშად რამდენიმე ადამიანმა ის სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა.
მასალის გამოყენების პირობები






