მიხეილ კალანდია დაკითხვაზე ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა, თუმცა ანნა კოტეტიშვილი ამბობს, რომ პროკურატირაში მიხეილ კალანდია არ გამოუკითხავთ. მისივე თქმით საგამოძიებო უწყებაში ის პროცედურული საკითხების გასავლელად დაიბარეს.
„ერთ-ერთ გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მოხდა დღეს ჩვენი დაბარება. სასამართლოში მისი სამომავლო დაკითხვის წესების და პროცედურების გავლასთან დაკავშირებით და მხოლოდ ამასთან დაკავშირებით იყო დღეს ჩვენი დაბარება. კონკრეტულად რომელი სისხლის სამართლის საქმეა, ამასთან დაკავშირებით გაუთქმელობის ხელწერილი ვალდებულებიდან გამომდინარე კომენტარს ვერ გავაკეთებ. გამოკითხვაზე არ ყოფილა. ეს იყო სასამართლოსთან დაკავშირებით, ანუ მის მომდევნო სასამართლოს სხდომაზე დაკითხვასთან დაკავშირებით პროცედურები გავიარეთ,“-განაცხადა ანნა კოტეტიშვილმა.
შინაგანს აქმეთა სამინისტროში გამოყოფილ საქმეზე ხორავას ქუჩის მკვლელობასთან დაკავშირებით არასრულწლოვანთა გამოკითხვები გრძელდება. ბოლო დღეების განმავლობაში 11 არასრულწლოვანია გამოკითხული.
მასალის გამოყენების პირობები






