2019 წელი წარმატებული რომ აღმოჩნდეს, მის მთავარ სიმბოლოს - ყვითელი მიწის ღორს პატივი უნდა ვცეთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე საახალწლო სუფრას ეხება.
დასაწყისისთვის, ჭურჭელი უნდა შეარჩიოთ. მასში აუცილებლად უნდა ფიგურირებდეს ყვითელი ფერი, თუნდაც ყვითელი ხელსახოცები ან მაგიდის გადასაფარებელი.
რომელი კერძები უნდა მომზადდეს ამ წელს საახალწლო სუფრისთვის:
ამ წელს, ყველა ღორის კერძი აკრძალულია. განსაკუთრებით, არასასიამოვნო იქნება, მაგიდაზე მთელი შემწვარი გოჭი სუფრაზე. ასევე თავი უნდა აარიდოთ ღორის ძეხვს, კიტლეტს, ბეკონს და სხვა შემწვარ თუ მოხარშულ ღორის დელიკატესს. ხორციდან აკრძალული არ არის ძროხისა და ფრინველის ხორცი.

თუმცა, ღორის სურვილებიც უნდა გაითვალისწინოს. ის ძალიან მსუნაგია, ამიტომ, სუფრა მრავალფეროვანი უნდა იყოს , მაგალითად სალათებით, ცხელი კერძებით, ჩვენი საყვარელი საცივით, ხაჭაპურით, ნამცხვრებით და სხვა.
ღორი სოკო ტრიუფელსაც დიდი სიამოვნებით მიირთმევს, ამიტომ თუ მის შესაძენად თქვენი საახალწლო ბიუჯეტი გეყოფათ, ძალიან კარგი, თუ არა და ის ტყის სოკოთი ჩაანაცვლეთ.
ცომეული - ღორის ნომერ მეორე საყვარელი საკვები. მაგიდის ცენტრში პატარა თასით მარცვლეული ან თხილი მოათავსეთ. ასევე, ბუნებრივია, პურიც.
ღორს მცენარეული საკვები უყვარს, ამიტომაც სუფრაზე სხვადასხვა სახის სალათი უნდა იყოს, მცენარეული ზეთი იდეალური იქნება.
ბუნებრივია, საახალწლო სუფრას ალკოჰოლური სასმელებიც სჭირდება, განწყობის ასამაღლებლად.
თუმცა, საკვებისა და სუფრის გარდა, თქვენც უნდა იზრუნოთ ჩაცმულობაზე და აქცენტი ნათელ ფერებზე შეაჩეროთ, რა თქმა უნდა ყვითელი ელემენტები იდეალური იქნება, ან სამკაული.
სადაც ღორია, იქვე 10 გოჭიცაა. ამიტომ, ახალ წელს მარტო არავითარ შემთხვევაში არ შეხვდეთ. თუკი საყვარელი ადამიანი ან მეგობრები შენს გვერდით არ არიან, ნუ ღელავ, წადი მშობლებთან, ახლობლებთან სტუმრად. საახალწლო სუფრა აუცილებლად ხალხმრავალი და მხიარული უნდა იყოს.
და რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ საახალწლო ნაძვის ხეზე ან მაგიდაზე სათამაშო ღორი მოათავსოთ..

მასალის გამოყენების პირობები






