„იქნებ, სხვამ გააუპატიურა?“ - 19 წლის მწყემსის ადვოკატი სკანდალურ განცხადებას აკეთებს და სმიტების მკვლელობაში ახალ ეჭვმიტანილს ასახელებს
სამართალი - 12:12, 24 Dec, 2018     18964
სმიტების მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატი ტელეკომპანია „იმედს“ რეზონანსულ მკვლელობაზე სიცრუის ტირაჟირებასა და „ყველა საგამოძიებო მოქმედების ,,გაპრავებაში“ ადანაშაულებს.

ალექსანდრე კობაიძე „ნიუპოსტთან“ იმ დეტალებს ყვება, რომელიც მისი თქმით, მწყემსის უდანაშაულობას ადასტურებს.

„ტელეკომპანია „იმედის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტი აბსოლუტურად დამახინჯებული და რეალურ ფაქტებს იყო მოწყვეტილი. სიუჟეტი ბრალდებულისა და მისი ადვოკატების დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული. ძალიან სამწუხაროა, რომ ტელეკომპანია მხოლოდ პროკურატურის პოზიციას აჟღერებს. მათ მკვლელად გამოიყვანეს კობაური, რაც რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება“, - აცხადებს ადვოკატი.

ალექსანდრე კობაიძე ფაქტს, რომ „ბავშვი თავზე მიბჯენით არის მოკლული“, ადასტურებს, თუმცა იქვე კატეგორიულად გამორიცხავს, რომ სასტიკი მკვლელობა მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ჩაიდინა.

„ჩვენ თავიდანვე ვაცხადებდით, რომ ბავშვს 4 ტყვია აქვს მოხვედრილი - ერთი მხარში, ერთი მუცლის მიმართულებით, მესამე ბარძაყში და საკონტროლო გასროლა მხარში“, - თქვა კობაიძემ.

რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმადაც, მალხაზ კობაურის თოფის ლულაზე 4 წლის ქელებ სმიტის დნმ-პროფილი ფიქსირდება და ამავე იარაღზეა მკვლელობაში ბრალდებულის დნმ-ი, უფლებადამცველი აღნიშნავს:

„მიბჯენით იყო მოკლული და, რა თქმა უნდა, დაფიქსირდება... მიდებულია თოფი და ამაში უჩვეულო არაფერია. აქ მთავარი კითხვები არ დაისვა: როგორ შეიძლება, რომ მამა-შვილი 500 მეტრში იყვნენ და ლორა სმიტს 8 გასროლის ხმა არ ესმოდეს? ელოდებოდა, როდის დახოცავდა კობაური მის მეუღლეს და ბავშვს?!“ - თქვა კობაიძემ.

ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდების მხარე ლორა სმიტის გაუპატიურებას 19 წლის მწყემსს მხოლოდ იმიტომ ედავება, რომ ლორა სმიტს შარვალი გახეული ჰქონდა.

„რას ჰქვია, რახან შარვალი გახეული ჰქონდა, ამიტომ კობაურმა გააუპატიურა? - იქნებ სხვამ გააუპატიურა? ეს არის სიცრუე და ბრალდების მხარის სტრატეგია. წარმოუდგენელია კობაურის შემხებლობა ამ მკვლელობასთან. დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ ლორა სმიტი გაუპატიურებული არ არის, ძალადობრივი კვალი მას არსად აღენიშნება, ეს არსად წერია"- ამბობს ადვოკატი.

კობაიძე "ნიუპოსტთან" ადასტურებს, რომ ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად, ლორა სმი­ტის უკა­ნა ტან­ში აღ­მოჩ­ნდა კო­ბა­უ­რის სპერ­მა, თუმცა იქვე ინტერესდება, „რა­ტომ იყო რა­ი­ან სმი­ტის გე­ნე­ტი­კუ­რი კვა­ლი მი­სი­ვე უკა­ნა ტან­ში?" უფლება დამცველისთვის ეს ნიშ­ნავს, რომ „ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხი არ არის ნამ­დვი­ლი და მი­ნი­მუმ, ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია”.

„ლორა სმიტის სხეულში კობაურის სპერმა იმიტომ დაჯდა, რომ არასწორად არის ჩატარებული შესაბამისი ექსპერტიზები. ყოვლად წარმოუდგენელია, რაიან სმიტის უკანა ტანიდან მისივე სპერმა ამოსულიყო. ლორა სმიტთან მიმართებით ვამბობთ, რომ ქალი გაუპატიურებული არ არის. ქალის წინა ტანიდან ამოღებულია მისი ქმრის გენეტიკური კვალი, ხოლო უკანა ტანში არის როგორც მეუღლის, ასევე, კობაურის. ჩვენ ამ ფაქტს საეჭვოდ ვხდით, რადგან როგორც ვთქვით, წარმოუდგენელია, რაიან სმიტის უკანა ტანში მისივე სპერმა აღმოჩენილიყო"- თქვა ბექაურის ადვოკატმა.

ადვოკატი აქვე გამორიცხავს, რომ კობაურსა და სმიტებს შორის წინასწარ, შეთანხმებულად ყოფილიყო სქესობრივი კავშირი დამყარებული.

„სამედიცინო ექსპერტი გეუბნება, რომ დაზიანებები არ აღენიშნება, ანუ გამოდის, რომ ქალი გაუპატიურებული არ არის. ძალიან ბევრი უზუსტობაა. გუშინდელი სიუჟეტის შემდეგ, ბევრს გაუჩნდა განცდა, რომ ეს შემზარავი დანაშაული კობაურმა ჩაიდინა, რაც ბრალდების მხარის სურვილია, რადგან ჩვენ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მოვითხოვეთ"- უთხრა ნიუპოსტს კობაიძემ.

ადვოკატი სკანდალურ განცხადებასაც აკეთებს და აღნიშნავს, რომ მწყემსი, რომელიც ამბობს, რომ კობაურმა ლორა სმიტის ფოტო აჩვენა, სადაც ქალს მკერდი უჩანდა, შესაძლოა, მკვლლბაში გარეული იყოს.

"ბრალდება ემყარება ამ მწყემსის ჩვენებას... ვფიქრობ, რომ ეს მწყემსები და ვიღაცები უფრო არიან მაგაში გარეული, ვიდრე - კობაური. ჩემი დაცვის ქვე მყოფმა სურათი გადაუღო ლორა სმიტს და თავად აჩვენა პოლიციას, თუ სად იყო ცხედარი. თუ ის მკვლელი იყო, ლოგიკურად, მიიმალებოდა და არ ითანამშრომლებდა სამართალდამცავებთან"- აღნიშნავს კობაურის ინტერესების დამცველი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მალ­ხაზ კო­ბა­ურს ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის „გ“, მე-2 ნა­წი­ლის „ბ“, მე-3 ნა­წი­ლის „ა“ და „ბ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით, სხვა და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით, დამ­ნა­შა­ვის­თვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის და ორი პი­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა) აქვს წარ­დგე­ნი­ლი.

19 წლის მწყემსს ხა­დას ხე­ო­ბა­ში ამე­რი­კე­ლი ცოლ-ქმრი­სა და მათი 4 წლის შვი­ლის მკვლე­ლო­ბა ედე­ბა ბრა­ლად.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42