"მსჯავრდებულმა ირაკლი ჩხეიძემ შეთავაზებული საპროცესო შეთანხმების პირობაზე უარი განაცხადა" - პროკურატურა
სამართალი - 16:42, 22 Dec, 2018     2087

მთავარი პროკურატურის ცნობით, ირაკლი ჩხეიძემ პროკურატურის მიერ შეთავაზებულ საპროცესო შეთანხმების პირობაზე უარი განაცხადა

უწყებაში "ნიუპოსტთან" განმარტეს, რომ ირაკლი ჩხეიძის მიმართ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში სისხლის სამართლის ორი სხვადასხვა საქმის განხილვა მიმდინარეობს.

"კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ჩხეიძის მიმართ არსებითად განიხილება სისხლის სამართლის საქმე, ავტომანქანის სარკეების ქურდობის მცდელობის ფაქტზე, (საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით).

ირაკლი ჩხეიძე 2015 წელს ბრალდებულად დანაშაულის ჩადენის ადგილზე დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით კი შეფარდებული აქვს საპატიმრო გირაო 5000 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლოში კი მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის განხილვა, ირაკლი ჩხეიძის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებით. თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2017 წლის 7 ნოემბრის განაჩენით, ამ საქმეზე ჩხეიძე დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). გამამტყუნებელი განაჩენი დაცვის მხარემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას პროკურატურამ ირაკლი ჩხეიძეს შესთავაზა საქმეების გაერთიანება და საპროცესო შეთანხმების გაფორმება 3 წლიან რეალურ სასჯელზე და 3 წლით პირობით მსჯავრზე, თუმცა მან ამ პირობაზე უარი განაცხადა"- აცხადებენ მთავარ საგამოზიებო ორგანოში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42