ე.წ. კანონიერ ქურდ რაჟდენ შულაიას აშშ-ში 45 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
სამართალი - 12:27, 21 Dec, 2018     4220

მანჰეტენის ფედერალურმა სასამართლომ ე.წ „კანონიერ ქურდს“ 41 წლის რაჟდენ შულაიას, იგივე რაჟდენ პიტერსკის 45 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის პროკურატურამ შულაიას ბრალი დასდო, როგორც „აღმოსავლეთევროპული დანაშაულებრივი დაჯგუფების მთავარ ბოსს, როგორც ნიუიორკში ასევე აშშ-ის მთელ აღმოსავლეთ სანაპიროზე.“ ბრალდების მხარე შულაიასთვის თავისუფლების 65 წლით აღკვეთას ითხოვდა.

სასამართლო ზედამხედველობის განყოფილება, რომელიც მოსამართლეებს სასჯელთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აძლევს, მოსამართლეს სამუდამო პატიმრობის გამოყენებას ურჩევდა.

მოსამართლე ლორეტა პრესკა რეკომენდაციებს ეთანხმებოდა, რადგან შენიშნა, რომ განაჩენის გამოტანის დროს შულაიას არ ეტყობოდა, რომ სინანულს განიცდიდა და ნაკლებ სავარაუდო იყო, პატიმრობის დროს გამოსწორებულიყო. ამიტომ მოსამართლემ ჩათვალა რომ მისი საზოგადოებიდან განრიდების ერთადერთი გზა, მისი გისოსებს მიღმა რაც შეიძლება დიდხანს გაჩერება იქნებოდა. მიუხედავად ამისა, მოსამართლე 45 წლიანი სასჯელით შემოიფარგლა, საიდანაც 15% გამოიქვითება თუ შულაია სამაგალითო ქცევის მინიმუმს მაინც დააკმაყოფილებს. რაჟდენ შულაიას თავისუფლებაზე გამოსვლა მინიმუმ 70 წლის ასაკში მოუწევს, სასჯელის მოხდის შემდეგ ის რუსეთში იქნება დეპორტირებული, რომელიც მან 2010 წელს დატოვა,

ნიუ-იორკის შტატის სასამართლომ რაჟდენ შულაია დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნის, რეკეტის, ნარკოტიკებით ვაჭრობის, ასევე თამაშების არაკანონიერი ორგანიზებისა და ძარცვის ბრალდებით დამნაშავედ ივნისში ცნო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42