მოკლეს თუ თავი მოიკლა 14 წლის ბიჭმა - ჯანჯღავების ოჯახს გამოძიებასთან კითხვები აქვს და კონკრეტული პირების დაკითხვას ითხოვს
შემთხვევა - 11:27, 21 Dec, 2018     1726
5 თვის წინ, წალენჯიხის რაიონი 14 წლის მოზარდის გარდაცვალებამ შეძრა. მაშინ მათე ჯანჯღავას ოჯახი გამოძიების ვერსიას დაეთანხმა, რომ ბიჭმა სოფელ ნაგურუს ცენტრში ბაბუის თოფით თავი მოიკლა, თუმცა ოჯახი დღეს ცხედრის ეგსგუაციას და ხელახალი გამნოძიების დაწყებას ითხოვს.


მათე ჯანჯღავას ოჯახი აცხადებს, რომ მოზარდი მოკლეს. გარდაცვლილის მამიდა ამბობს, რომ მის ძმისშვილს გულში გამავალი ჭრილობა აღენიშნებოდა, რომელიც მოზარდს ზემოდან ქვემოთ აქვს მიყენებული. ჯანჯღავები ამბობეენ, რომ ბავშვი სანადირო თოფიდან მსგავსი მიმართულებით სხვისი დახმარების გარეშე ვერ გაისვრიდა.

გარდაცვლილის მამიდა ამბობს, რომ სოფელი სიმართლეს მალავს და მკვლელი ნაგურუში ცხოვრობს.

"მე თვითონ დავუსახელე გამომძიებელ თოლორდავას, ვთხოვე გამოეკითხათ რამდენიმე პიროვნება. როგორც სოფელი ამბობს ასე არ არის... დასაკითხია თვითმხილველები. ბევრი რამეა გამოძიების გარეშე დატოვებული"- აცხადებს ნანა ჯანჯღავა.

მისი ინფორმაციით, საზარელ ფაქტს წინ სკოლაში გარკვეული ინცინდენტი უძღოდა.

"სკოლაში მომხდარა ჩხუბი... ამ ბავშვისთვის რაღაც აქვთ წამოზახებული"- აღნიშნავს გარდაცვლილის მამიდა.

ნანა ჯანჯღავა საქმის მასალებთან წვდომას ითხოვს. მისი თქმით, ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა იარაღს და გარდაცვლილის ტანსაცმელს. თუმცა მომხდარიდან 5 თვის შემდეგაც ოჯახმა არ იცის, აღმოჩნდა თუ არა ამოღებულ ნივთებზე სხვა პირის კვალი.

სოფელ ნაგურუაში ამბობენ, რომ მათე ადგილზე გარდაიცვალა. თვითმხილველის თქმით, ბიჭს ერთი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. მათეს ტაკაკლესელი აღნიშნავს, რომ მოზარდი ბოლო დროს საკუთარ თავში ჩაიკეტა და სკოლაში თითქმის არ დადიოდა.

სკოლის დირექტორი სკოლის ტერიტორიაზე რაიმე სახის დაპირისპირებას კატეგორიულად გამორიცხავს.

მისი თქმით, მათე ოჯახური პრობლემების გამო, მოზარდი გაკვეთილებს ხშირად აცდენდა.

აღსანიშნავია, რომ ცხედარს ექსპერტიზა არ ჩატარებია. მამამ პოლიციას ცხედარი არ გაატანა, მაშინ ჯანჯღავებს ამ გადაწყვეტილებაში სოფელი დაუდგა.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42