Success Bar-ს ჰომოფობიური მოტივით თავს დაესხნენ - დაშავებულია ბარის 2 თანამშრომელი და დაზიანებულია ინვენტარი
შემთხვევა - 14:48, 19 Dec, 2018     1612

თანასწორობის მოძრაობის ინფორმაციით, დღეს, 01:30 საათზე თბილისში ქვიარ ბარს საქსესს თავს დაესხნენ. დაზარალებულია ბარის ორი თანამშრომელი და დაზიანებულია ინვენტარი.

როგორც საქსესში განგვიცხადეს, ბარში ორი უცნობი ადამიანი შევიდა, ერთერთმა ითხოვა, რომ საპირფარეშოში შესულიყო, ამის შემდეგ მათ სცადეს ბარში მოწევა, რაზეც მიიღეს გაფრთხილება, რომ შენობაში არ ეწეოდნენ. მას შემდეგ, რაც ამ პირებმა გაიგეს, რომ საქსესი ქვიარ ბარია, აგრესიული გახდნენ.

ბარის დაცვის თანამშრომელმა ისინი გარეთ გაიყვანა და კარი დაკეტა. ამ ორი პიროვნებიდან ერთერთი ცდილობდა კარის გაღებას, ურტყამდა ფეხს, რა დროსაც კარი დაზიანდა. ამ დაპირისპირების დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს დაცვის თანამშრომელს, იგი ექსპერტიზაზეც გადაიყვანეს, ფიზიკური დაზიანება მიიღო ბარის მენეჯერმაც.

დაპირისპირების დროს თავდამსხმელი იგინებოდა, იყენებდნენ ჰომოფობიურ სიტყვებს და იმუქრებოდნენ, რომ დაბრუნდებოდნენ.

ბარის მენეჯერის თქმით, მან პოლიციას გამოუძახა, რომელიც მას შემდეგ მოვიდა, რაც თავდამსხმელები გაიქცნენ. როდესაც, ბარის თანამშრომლებმა პოლიციას სთხოვეს, დადევნებოდნენ, პოლიციამ განუცხადა, რომ მათ დადევნების უფლება არ ჰქონდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისმობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42