რობაქიძის საქმე - პროკურატურა დღეს დამდგარ განაჩენზე განცხადებას ავრცელებს
სამართალი - 15:43, 18 Dec, 2018     1702
ბუტა რობაქიძის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები: ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამანაშავედ სცნო.

პროკურორ გიორგი ოსაძის თქმით, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, ყველა ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და შესაბამისი სასჯელები მიუსაჯა.

„სასამართლომ დავით იაშვილი, ირაკლი ფირცხალავა, გურგენ დონაძე, ზურაბ მიქაძე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში (ს.ს.კ.332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით) ასევე, დამატებით ზურაბ მიქაძე დამნაშავედ იქნა ცნობილი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაზიდვაში (236-ე მუხლის მესამე ნაწილით) და თითოეულს ამნისტიის გამოყენებით სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, მათვე ჩამოერთვათ თანამდებობის დაკავების უფლება 2 წლის და სამი თვის ვადით.“ -აღნიშნა ოსაძემ.

რაც შეეხება ზაზა ბაქრაძისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, პროკურორმა განაცხადა, რომ საპროცესო შეთანხმება დაზარალებულების პოზიციის გათვალისწინებით გაფორმდა.

„ზაზა ბაქრაძე ბრალდებულთაგან იყო ერთადერთი რომელმაც აღიარა ჩადენილი დანაშაული, მოინანია დანაშაული. გარდა ამისა, მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებამდე გათვალისწინებული იქნა დაზარალებულების პოზიცია და მათი პოზიციიდან გამომდინარე ზაზა ბაქრაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეთ. მას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთის სახით, ამნისტიის გამოყენებით 4 წლით და 6 თვით პირობითი მსჯავრი, იგივე გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებით დაეკისრა 5 000 ლარი ჯარიმა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ და ორი წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.“ - განმარტა ოსაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42