„აქ ძალიან დატვირთული დრო გვაქვს. ჩვენ გვყავს უამრავი სტუმარი მთელი მსოფგლიოს მასშტაბით, რომლებნიც აქ სანტას სანახავად და მისთვის საშობა სურვილების გადასაცემად არიან ჩამოსულები“- განუცხადა როიტერს სანტას სოფლის ფოსტალიონმა ელფმა ელინამ.
როვანიემის ყოველწლიურად ნახევარ მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს. 1985 წლიდან სანტამ 15 მილიონი წერილი მიიღო 198 ქვეყნიდან.
„ელფები ახლა დაკავებულები არიან წერილების დახარისხებით, გახსნით და სურვილების წაკითხვით.“- ამბობს ელფი ელინა.
სანტა კლაუსის თქმით, მისთვის გაგზავნილ წერილებში საშობაო სურვილები ძალიან დადებითია.
„მე ვფიქრობ, ძალიან კარგი სურვილები და კარგი შეტყობინებებია. ბავშვები მაგალითად ითხოვენ მშობლების და ოჯახის წევრების ჯანმრთელობას და ბედნიერებას, ასევე იმას, რომ მე მსოფლიოში ყველა ადამიანი მახსოვდეს.“- ამბობს სანტა და დედამიწის მოსახლოებას მიმართავს.
„თქვენ იცით, რომ მე ვაფასებ ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა სიკეთე, სიხარული, მეგობრობა და ბუნების სიყვარული. ჩვენ მეგობარი ბუნება საფრთხეშია და ჩვენ ყველას შეგვიძლია მას საჩუქარი გავუკეთოთ და დავეხმაროთ, გისურვებთ ბედნიერ შობას!“- აცხადებს სანტა.
მასალის გამოყენების პირობები






