პოლიციელზე თავდასხმა - თბილისის საქალაქო სასამართლოში ზაზა სარალიძის საქმის წინასასამართლო სხდომა გაიმართა. სხდომაზე მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. მოსამართლემ მხარეების მტკიცებულებები მიიღო. ადვოკატის განმარტებით, სარალიძეს სამართალდამცველისთვის ბლაგვი საგნით დაზიანება არ მიუყენებია და ამას კადრებიც ადასტურებს.
„ჩვენ არ ვეთანხმებით აღნიშნულ მტკიცებულებებს, ჩვენთვის სადაოდ არის იქ ყველა მტკიცებულება გამხდარი, დავაყენეთ შუამდგომლობა ორ მტკიცებულებასთან დაკავშირებით. ეს არის ავტომობილის დათვალიერების ოქმი და ავტომობილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ჯოხი,“ - განაცხადა ადვოკატმა, დიმიტრი ნოზაძემ.
ზაზა სარალიძე ბრალის ფორმულირებას არ ეთანხმება.
„პროკურატურის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები, იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდების ფორმულირებაც არასწორია და არასწორად მიჰყავთ საქმე. მე მხოლოდ და მხოლოდ ერთი მოლოდინი მაქვს, რომ ჩემი შვილის მკვლელები უნდა იყვნენ დასჯილები, ჩემზე რას გადაწყვეტს პროკურატურა და ხელისუფლება, ნამდვილად არ მადარდებს. რაც შეეხება ამ ინციდენტს, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები იმიტომ, რომ სამართალდამცველებიდან თვითონ იყო პროვოკაცია მოწყობილი,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






