რაზე უნდა თქვას უარი ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა, რომ 2019 წელი მეტად იღბლიანი იყოს
ეს საინტერესოა - 13:06, 14 Dec, 2018     9910
შემდეგმა წელიწადმა რომ წარმატებით ჩაიაროს, აუცილებელია დაწყებული საქმეები ბოლომდე მიიყვანოთ და ზოგიერთ ჩვევაზე უარი თქვათ.

ვერძი - ვერძებმა მიმავალ წელს თავიანთი სიჯიუტე უნდა დაუტოვონ. ეს თვისება ხელს გიშლით მიზნების მიღწევაში და რაც მთავარია - საკუთარი შეცდომების აღიარებაში. ყოველთვის არაა საჭირო, ამტკიცოთ თქვენი სიმართლე და ურთიერთობები გამოარკვიოთ მათთან, ვისაც განსხვავებული თვალსაზრისი გააჩნია. სრულებით შესაძლებელია, რომ სხვისი მოსაზრება დაგეხმაროთ რთული პრობლემის გადაჭრაში, ამიტომ ხანდახან მათ აზრსაც უნდა მოუსმინოთ.

კურო - კუროებმა უნდა მოიშალოთ მუდმივი ეკონომიის რეჟიმში ყოფნის ჩვევა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ამ თვისებას დადებითად მიიჩნევს, ეს თქვენ საშუალებას არ გაძლევთ, ცხოვრებით დატკბეთ და ხანდახან თავი დამსახურებული სიურპრიზებით გაინებივროთ. არ ღირს თავის ყველაფერში შეზღუდვა: ხანდახან საკუთარი სურვილები უნდა დაიკმაყოფილოთ.

ტყუპი - ჰოროსკოპი ტყუპებს წარმატებულ წელიწადს ჰპირდება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახლობელ ადამიანებს მეტ ყურადღებას დაუთმობენ. ხანდახან თქვენ მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე გაქვთ მთელი ყურადღება მიმართული. ასტროლოგები გირჩევენ, დაინტერესდეთ ახლობლების ცხოვრებით და ხანდახან მაინც გაუწიოთ უანგარო დახმარება მათ. ასე გადადგამთ პირველ ნაბიჯებს ბედნიერი ცვლილებებისკენ.

კირჩხიბი - კირჩხიბებს ზედმეტი დრამატიზირება გიყვართ და დროა, ამ ჩვევაზე 2018 წელს უარი თქვათ. მომავალი წელი თქვენ უამრავ დადებით მომენტს გაჩუქებთ, მაგრამ პესიმისტურობის გამო შეიძლება ეს ვერც კი შენიშნოთ. ნუ დაჩრდილავთ სასიამოვნო მოვლენებს. თუ შეძლებთ და დადებითი ემოციების საწყისს იპოვით, 2019 წელი თქვენთვის ბევრად კაშკაშა და მრავალფეროვანი გახდება.

ლომი - გარშემომყოფები ხშირად ამპარტავნებად და საკუთარ თავში შეყვარებულ ადამიანებად მიგიჩნევენ. იქნებ, დადგა დრო, რომ ეს ჩამოყალიბებული სტერეოტიპი დაამსხვრიოთ? იქნებ, საჭიროა, გახდეთ უფრო კომუნიკაბელური და მეგობრული. როგორც წესი, ლომებს გიყვართ ყურადღება, სწორედ ეს განიჭებთ ძალებსა და თავდაჯერებულობას. მაგრამ 2018 წელს ჯობია, საკუთარ თავში რწმენის ასამაღლებლად სხვა ხერხები იპოვოთ.

ქალწული - ქალწულებისთვის კმარა ყველაფრის კონტროლი. აღიარეთ, რომ თქვენც შეიძლება შეგეშალოთ. სურვილი, რომ ყველაფერი უზადოდ გააკეთოთ, კარგ არაფერს მოიტანს, პირიქით, ეს ხშირად იმედგაცრუების მიზეზი ხდება. პერფექციონიზმი ის თვისებაა, რომლისგანაც ამ წელსვე უნდა გათავისუფლდეთ. ამ შემთხვევაში თქვენს საქციელზე პასუხისმგებლობის ტვირთი შემცირდება და ყოველი ახალი დღე ახალი განსაცდელი აღარ იქნება.

სასწორი - სასწორებმა წლის ბოლომდე უნდა მოიშოროთ ეჭვები და სიმორცხვე, რომლებიც წარმატებისგან გაშორებენ. აუცილებელია ნეგატიური აზრების გადალახვა და ძველი პრობლემების გადაჭრა, რათა მომავალ წელს უკვე ახალი მიზნებისკენ დაიწყოთ სვლა. თუ პოზიტიურ აზროვნებას განავითარებთ, 2019 წელს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლით.

მორიელი - მორიელებს უნდობლობა რომანტიკულ და მეგობრულ ურთიერთობებში გიშლით ხელს, ამიტომ ეს თვისება ახლავე უნდა მოიშოროთ. არაა საჭირო, ყოველ შემხვედრში მოღალატე და მატყუარა დაინახოთ. როდესაც გარშემომყოფებისგან აბსტრაგირებას ცდილობთ, ამით კარგავთ შესაძლებლობას, გაიცნოთ საჭირო ადამიანები და მოაგვაროთ პირადი ცხოვრება. ამან, საბოლოოდ, შესაძლოა, მარტოობამდე მიგიყვანოთ.

მშვილდოსანი - მხიარული, ცოცხალი და აქტიური მშვილდოსნები გარშემომყოფებს ხშირად ეჩვენებათ არასერიოზულად. ეს თვისება მათ ხელს უშლის, ნდობით აღსავსე ურთიერთობები დაამყარონ ადამიანებთან. 2019 წლიდან ყველაფერი უნდა შეიცვალოს, ცხოვრება ხომ, მხიარულების გარდა, საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობასაც გულისხმობს. მშვილდოსნებმა ეს უკვე ახლავე უნდა შეიყვანოთ პრიორიტეტებში, მთავარია, არ შეგეშალოთ.

თხის რქა - თხის რქები, უმეტესად, ძალზე თავშეკავებული არიან. ამის გამო გარშემომყოფებს უჭირთ მათი აზრებისა და ემოციების გაგება. 2018 წლის ბოლომდე მეტად უნდა გაიხსნათ, ხანდახან აუცილებელია, რომ გრძნობებს გამოხატვის თავისუფლება მისცეთ. დატოვეთ მოჭარბებული სიმორცხვე ამ წელიწადში და 2019 წელს თავს მეტად თავისუფლად და ბედნიერად იგრძნობთ.

მერწყული - ხანდახან მერწყულები ცდილობენ, იმასაც კი დაეხმარონ, ვისაც ეს მათთვის არ უთხოვია. ეს ჩვევა ამ წელიწადში დატოვეთ. ალტრუიზმი, რა თქმა უნდა, სანაქებო რამაა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ადამიანს საკუთარ ინტერესებსა და მოთხოვნილებებს არ ავიწყებს. დაუთმეთ 2018 წლის ბოლო საკუთარ თავს. თუ ამას გააკეთებთ, სწრაფად შეძლებთ საკუთარ პრობლემებთან გამკლავებას და დაუსრულებელი საქმეების შესრულებას. ეს გამოგადგებათ იმისთვის, რომ ახალ წელს ახალ წამოწყებებს შეუდგეთ.

თევზები - თევზებისთვის რეკომენდებულია გულდახურულობისგან გათავისუფლება. გახდით მეტად გულგახსნილი, კომუნიკაბელური. ხანდახან სწორედ ეს თვისება გიშლით ხელს, რომ საკუთარი თავის რეალიზება შეძლოთ, არადა, ძალზე საინტერესო და მრავალმხრივი პიროვნებები ხართ. 2019 წელს შეძლებთ თქვენი მიზნების განხორციელებას, თუ კარგად იმუშავებთ საკუთარ თავზე და მეტად თავდაჯერებული გახდებით.


წყარო: Sputnik-georgia.com





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42