"ვიღაც ბიჭია, მანიაკი, აშინებს ხალხს"- გოგონებზე ძალადობის მცდელობა გლდანში, მოსახლეობა პანიკაშია
სამართალი - 12:09, 14 Dec, 2018     3230
გლდანის რაიონში მცხოვრებლები მათი და არასრულწლოვანების დაცვას ითხოვენ. რაიონში პანიკა მას შემდეგ დაიწყო, რაც ახალგაზრდა მამაკაცმა, არასრულწლოვან გოგონებზე ძალადობა სცადა.

ადგილობრივების თქმით, 30 წლამდე მამაკაცი გოგონებს სადარბაზომდე მიყვება და მათზე ძალადობას ცდილობს.
მედიასთან კომენტარი გააკეთა 10 წლის გოგონას ბებიამ, რომელიც ამბობს, რომ არასრულწლოვანმა მოძალადისგან თავის დაღწევა მოახერხა და მომხდარი დედას უამბო.

"ბავშვი მაღაზიაში ჩავიდა და სადარბაზოში, რომ შემოვიდა, ახალგაზრდა მამაკაცი კიბეზე დახვდა და არ უშვებდა. ჩემმა შვილიშვილმა თავის დაღწევა მოახერხა, სახლში ტირილით შემოვარდა. დედამისი მალევე გაეკიდა, თუმცა ვერ დაეწია. მუშებმა გვითხრეს, რომ ასეთი აღწერილობის ბიჭი უკან იხედებოდა და გარბოდაო. ვერ დავიჭირეთ, გაგვექცა"- აცხადებს მოზარდის ბებია და ამბობს, რომ საქმის კურსში პოლიციაც ჩააყენეს.

"პოლიციამ თქვა, რომ ასეთივე ფაქტი მოხდა მუხიანშიც, აღწერილობით ისეთივე მამაკაცი იყო, როგორიც ჩვენს შემთხვევაში"- აღნიშნა 10 წლის გოგონას ბებიამ.


მისი თქმით, ფაქტი 3 თვის წინ მოხდა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფაქტი, იგივე უბანში მოხდა გვიან ღამითაც, როცა აღწერილობით იგივე მამაკაცმა ზრდასრულ ქალზე სცადა ძალადობა.

ქალი სწორედ იმ გოგონას მეზობელია, რომელმაც მოძალადისგან თავის დაღწევა შეძლო. აღნიშნულ მისამართზე გუშინ კრიმინალური სამსახური და პოლიცია მთელი ღამის განმავლობაში იყო მიბილიზებული.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცის იდენთიფიცირება ვერ ხერხდება.

"30 წლამდე ბიჭი იყო, მესამე სართულზე ვცხოვრობ, სადარბაზოში შემომყვა, პირზე ხელი ამაფარა და კედელზე ამაყუდა. ყვირილზე გაქცევა სცადა, მე თავდაპირველად დარტყმა და მისი დაჭერა მოვახერხე თუმცა გაგვექცა"- ამბობს დაზარალებული.

ადგილობრივები დაშინებულები არიან და ბავშვების ეზოში ჩაშვებას ერიდებიან.

"გავიგე, რომ ვიღაც ბიჭია, მანიაკი. აშინებს ხალხს. პოლიცია ვერ პოულობს... ეს უკვე მეორე შემთხვევაა"- აღნიშნავს ერთ-ერთი ადგილობრივი.

როგორც ირკვევა, გუშინ მომხდარი ინცინდენტის შემდეგ, ადგილობრივებმა მამაკაცი დააკავეს, ფიზიკურადაც გაუსწორდნენ, თუმცა მან გაქცევა მაინც მოახერხა.

პოლიციამ ადგილიდან სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღო და გამოძიებაც ინტენსიურად მიმდინარეობს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42