რა იქნება 2019 წელს თქვენთვის მთავარი გამოწვევა, ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?
ეს საინტერესოა - 11:28, 16 Dec, 2018     9312

ვერძი - თქვენ, როგორც წესი, საქმეზე ხართ ორიენტირებულები, თუმცა იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად წარმატებულები იყოთ, აუცილებელია ცოდნის გაღრმავება. ამისთვის, ხშირ შემთხვევაში, დრო არ გაქვთ. 2019 წლისთვის მთავარი გამოწვევაა ის, რომ გამონახოთ დრო ცოდნის გასაღრმავებლად, უფრო მეტი ისწავლოთ, რათა უფრო წარმატებულები გახდეთ.

კურო - თქვენი მთავარი გამოწვევა როგორმე სიჯიუტის დამარცხებაა. რეალურად, სიჯიუტე ხელს გიშლით ცხოვრების ყველა მიმართულებით. სწორედ თქვენი სიჯიუტის გამო დგამთ არასწორ ნაბიჯებს, არ შეგიძლიათ აღიარება იმისა, რომ შეცდით, არ შეგიძლიათ კომპრომისზე წასვლა. ამიტომ, საკუთარ თავს შთააგონეთ, რომ თუ სიჯიუტეს მოერევით, ეს თქვენივე ცხოვრებისთვის იქნება კარგი.

ტყუპები - 2019 წელს არასტაბილურობის განცდა გექნებათ და ცხოვრება ქაოსური გახდება. ამიტომ თქვენთვის მთავარი გამოწვევა ჰარმონიის პოვნა იქნება. გამჭრიახი გონების და ლოგიკური აზროვნების წყალობით, ყველა სირთულეს მარტივად დაძლევთ.

კირჩხიბი - ბოლოსდაბოლოს, უნდა მიხვდეთ, რომ ყველას არ უნდა ენდოთ, ყველა ისეთი კეთილი და სათნო არ არის, როგორც გგონიათ. სწორედ ეს იქნება თქვენთვის 2019 წელს მთავარი გამოწვევა. ზოგჯერ აუცილებელიც კია, რომ რაღაცებში დაეჭვდეთ და გარშემომყოფებს ბრმად არ ენდოთ.

ლომი - თქვენთვის მთავარი გამოწვევა სიზარმაცის დაძლევაა. როგორც წესი, ინსტრუქციებს იძლევით, ბრძანებებს გასცემთ და სხვებს აკეთებინებთ საქმეს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენ გასაკეთებელ საქმეს იდეალურად ვერავინ შეასრულებს. ამიტომ, ნუ გეზარებათ, იშრომეთ ბევრი თუ გინდათ, რომ წარმატებულები იყოთ.

ქალწული - თქვენთვის მთავარი გამოწვევა საკუთარი თავის პოვნაა. ბოლოსდაბოლოს, უნდა მიხვდეთ, რა გინდათ ცხოვრებისგან, რისი გაკეთება განიჭებთ სიამოვნებას, ვის გვერდით ყოფნა გაბედნიერებთ.

სასწორი - მშვიდობისა და ჰარმონიის პოვნა იქნება 2019 წელს თქვენი მთავარი გამოწვევა. გასულ წელს გარკვეულწილად დაგერღვათ ჰარმონიულობა და ახლა ერთგვარად რეაბილიტაცია უნდა შეძლოთ.

მორიელი - მთავარი გამოწვევა თქვენთვის ყველაზე სახიფათო საიდუმლოების კარგად შენახვაა. შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც სანდომიანად ჩათვალოთ და ყველა საიდუმლო გაუმხილოთ, მაგრამ იმედები გაგიცრუვდეთ და მალე თქვენი საიდუმლოების შესახებ ყველამ გაიგოს. ამიტომ, სიფრთხილე გამოიჩინეთ.

მშვილდოსანი - მშვილდოსნებო, გახასიათებთ დაპირებების დაუფიქრებლად გაცემა და როგორც წესი, ამ დაპირებებს არ ასრულებთ ხოლმე. 2019 წელს თქვენი მთავარი გამოწვევა დაპირებების შესრულება იქნება. თუ დაპირებებს არ შეასრულებთ, შესაძლოა, პრობლემები შეგექმნათ.

თხის რქა - უნდა შეძლოთ ადამიანების პატიება, მიტევება, 2019 წლისთვის ეს იქნება თქვენი მთავარი გამოწვევა. სრულფასოვან ცხოვრებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებთ, თუ ადამიანებს აპატიებთ.

მერწყული - თქვენთვის მთავარი გამოწვევა ემოციების კონტროლის სწავლაა. იმოქმედეთ რაციონალურად და არა ემოციებით და ნახავთ, რომ თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი იდეალურად იქნება.

თევზები - ნუ ენდობით ყველას. თქვენთვის მთავარი გამოწვევა ისაა, რომ შეწყვიტოთ ყველას ნდობა. თუ ასე არ მოიქცევით, იმედგაცრუება გელოდებათ.


წყარო: Trend.Ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42