პოლიციელების დაჭრის ფაქტი აბაშაში - ძებნილის დედა მომხდარში თავად პოლიციელებს ადანაშაულებს და სკანდალურ ინფორმაციას ასაჯაროვებს
სამართალი - 11:41, 11 Dec, 2018     3567
პოლიციელების დაჭრის ფაქტზე ძებნილის გოჩა ცხვედიანის დედა, ინეზა გოგავა პირველ კომენტარს აკეთებს და მომხდარში თავად პოლიციელებს ადანაშაულებს.დანაშაულის პროვოცირება სწორედ პოლიციელებმა მოახდინეს.

გოგავას თქმით, სამართალდამცვაბი მის შვილზე სისტემატიურად ახდენდნენ ზეწოლას, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ანგარიშსწორებასაც.

დედის მტკიცებით, პოლიცია გოჩა ცხვედიანს თანამშრომლობას აიძულებდა, რაზეც ახალგაზრდა არ თანხმდებოდა.

ინეზა გოგავა ჰყვება, რომ მის შვილს უთვალთვალებდნენ.

ძებნილის მშობელი დარწმუნებულია. ინეზა გოგავასთვის უცნობია მისი შვილის, როგორც ადგილსამყოფელი, ისე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ის ეჭვობს, რომ ცხვედიანი დაჭრილია.

“მე იმას არ ვიტყვი, რომ ჩემს შვილს დანაშაული არ ჩაუდენია, იმათმა ჩაადენინეს. რაც 18 წელი დაამთავრა ჩემმა ბიჭმა, იმის შემდეგ წნეხის ქვეშ ჰყავს მილიციას. ხან ამბობენ იარაღი აქვსო, ხან ამბობენ წამალს ყიდისო, ხან ამბობენ პლანს ეწევაო და ფაქტზე ვერ დაიჭირეს. კობა ხარებავამ გამცეს კითხვაზე პასუხი - ჩემი შვილი ცოცხალია თუ არა/ რატომ არ გამოიძახეს სასწრაფო“-ამბობს გოჩა ცხვედიანის დედა ინეზა გოგავა.

ძებნილი ცხვეტიიანის დედის სკანდალურ განცხადებას სახალხო დამცველიც გამოეხმაურა.

ნინო ლომჯარია მზად არის, ოჯახის დაინტერესების შემთხვევაში საკითხი ომბუდსმენის აპარატმა შეისწავლოს.

სახალხო დამცვალმა ბრალდებულის დედას მოუწოდებს ითანამშრომლოს ომბუდსმენის ოჯახთან და თუ ოჯახს რაიმე მტკიცებულება გააჩნია პოლიციელების სავარაუდო დანაშაულის შესახებ, ის სახალხო დამცველის ოფისს გადაეცეს.

„ძალიან საყურადღებო განცხადებაა. მე სამწუხაროდ არ ვფლობ ინფორმაციას. მივმართავ ოჯახის წევრებს რომ მოგვაწოდონ ინფორმაცია, რა თქმა უნდა, დავინტერესდები და შევისწავლი თუ არსებობს რაიმე გარემოებები, რისი გადამოწმებაც არის შესაძლებელი“- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

აბაშაში პოლიციელი 2 დღის დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მათი თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიჭრა. უწყების პრესსამსახურში განმარტეს, რომ ბრალდებულის ვინაობა დადგენილია და მის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42