ამერიკელი მსახიობი კირკ დუგლასი 9 დეკემბერს 102 წლის გახდა და დაბადების დღეს ცოლთან ერთად, 99 წლის ენთან ერთად აღნიშნა.
წყვილი, ფოტოსესიის დროს დააფიქსირეს ბევერლი ჰილსში. ისინი 64 წელია, ქორწინებაში იმყოფებიან.
მამამთილს სოციალურ ქსელში დაბადების დღე მიულოცა კეტრინ ზეტა-ჯონსმაც და მას საუკეთესო კაცი უწოდა.



კირკ დუგლასის ფილმოგრაფია 100-მდე ფილმს ითვლის. ამერიკის კინოაკადემიამ 1996 წელს დუგლასს კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის საპატიო ოსკარი გადასცა. კირკ დუგალსი განსაკუთრებით ცნობილია თავისი კინოგმირებით, რომლებიც ფილმებში "სპარტაკი" და "ჩემპიონი" ითამაშა.
დუგლასი ორჯერ იყო დაქორწინებული, მას 4 შვილი ჰყავს. პირველი ქორწინებიდან - მსახიობი მაიკლ დუგლასი და პროდიუსერი ჯოელ დუგლასი, მეორე ქორწინებიდან კი - პროდიუსერი პიტერ დუგლასი და მსახიობი ერიკ დუგლასი.
მასალის გამოყენების პირობები






